LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნივთები, რომლებიც ნებისმიერი ქალის ჩანთაში უნდა იყოს

255

მამაკაცებს ძალიან უკვირთ როგორ ახერხებენ ქალბატონები პატარა ჩანთით ამდენი რამის ტარებას და მართლაც, საკუთარ „მინი ჩემოდანში“ ქალებს თითქმის ყველაფრის ჩატევა შეუძლიათ. თუმცა, არსებობს რამდენიმე აუცილებელი ნივთი, რომელიც ნებისმიერ ქალს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს.

* ქაღალდის ან სველი ხელსახოცი

დღის მანძილზე უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, როცა სველი ხელსახოცი ნამდვილად შუცვლელი აღმოჩნდება.

* ხელის ანტიბაქტერიალური ლოსიონი

უამრავ ნივთს ვეხებით ყოველდღიურად და ხშირად არც ვფიქრობთ, რომ ბაქტერიების სამყაროში ვცხოვრობთ. ატარეთ ანტიბაქტერიალური ლოსიონი და თქვენი ხელები ყოველთვის დაცული იქნება ქალაქის ჭუჭყისგან.

* სარკე

ქალბატონების საუკეთესო მეგობარი – პატარა სარკე ნებისმიერ სიტუაციაში საჭიროა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალის ჩანთის განუყოფელი ნაწილია.

* ტუჩის საცხი

მართალია, ქალის ჩანთაში კოსმეტიკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ სულ არაა საჭირო მთელი მარაგის ზიდვა. საკმარისია ტუჩის ბალზამთან ერთად ის პომადა ატაროთ, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში გამოიყენებთ.

* თმის სარჭი ან რეზინი

ქარიან და წვიამიან ამინდში თმა განსაკუთრებით დაუმორჩილებელი ხდება და ვარცხნილობაც ხშირად ზიანდება. ატარეთ ჩანთით თმის რეზინი ან საყვარელი სარჭი და ყოველთვის სწრაფად მოიწესრიგებთ თავს.

* კოსმეტიკური ხელსახოცი

კოსმეტიკური ხელსახოცი განსაკუთრებით ცხელ დღეებში დაგეხმარებათ, როცა სახის გაგრილება და მაკიაჟის მოცილება დაგჭირდებათ.

* სპრეი

თუ საყვარელი სუნამოს ფლაკონი ჩანთაში არ გეტევათ, შეგიძლიათ სპრეი გამოიყენოთ, რომელიც სასიამოვნო სურნელით გამოგაცოცხლებთ.

* საღეჭი რეზინი

თუ კაფეში გიწევთ წახემსება, ყოველთვის თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს გემრიელ კერძში „არასასიამოვნო“ პროდუქტი (ხახვი, ნიორი), რომელიც მთელი დღე შეგახსენებთ თავს, საღეჭი რეზინი კი, სწრაფად გაგანთავისუფლებთ ამგვარი პრობლემისგან.

* დამარბილებელი საცხი

ზამთარსა და შემოდგომაზე დამარბილებელი საცხი ყოველთვის აქტუალურია, რადგან სუსხიან ამინდში ხელებსა და სახეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ატარეთ ჩანთით დამარბილებელი საცხი და თქვენი კანი ყველაზე ცივ ამინდშიც საიმედოდ იქნება დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები