LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nneka-ს კონცერტის ბილეთების გაყიდვა იწყება

65

ივენთ მენეჯმენტ კომპანია Funday entertainment – ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 12 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ცნობილი ნიგერიელი არტისტის, ჰიპ-ჰოპის, სოულისა და რეგეის ვარსკვლავის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით “Walking To Tbilisi”. ბილეთების შეძენა დღეიდან, 9 აგვისტოდან, 11 საათიდან იქნება შესაძლებელი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში და საიტზე TKT.GE.

ფრე სეილის განმავლობაში ბილეთების ფასი 30-დან 100 ლარამდე იმერყევებს. ერთი კვირის ან 1000 ბილეთის გაყიდვის შემდეგ კი ღირებულება გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები