LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდი გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის (RAGG)  პრეზენტაციას უმასპინძლებს

109

29 ივნისს, 13:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში ტარდება გურიის რეგიონული განვითარების საინიციატივო ჯგუფის (RAGG) წლიური შემაჯამებელი ანგარიშის და განვითარების ხედვის პრეზენტაცია. აღნიშნული ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა გაერთიანებას, რომლებიც საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავენ გურიის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის და სხვადასხვა საინიციატივო აქტივობით ხელს უწყობენ გურიის რეგიონის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას. პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევის ძირითადი მიგნებები, რომელიც RAGG-ის ინიციატივით აიჰშტატ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტების, პროფესორების და ტურიზმის ექსპერტების მიერ განხორციელდა გურიაში.

კნუტ გერბერი, RAGG-ის თანა-დამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევის მიგნებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გურიამ უნდა მოახდინოს მდგრადი განვითარება, შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და დარწმუნდეს მის რეგიონულ ეკონომიკურ პოტენციალში.

„გურიის რეგიონული განვითარების ჩემეული გაგება, პირველ რიგში, გულისხმობს, გურულების სიძის როლის შესრულებას.  მე ჯერ კიდევ 20 წლის წინ დავინახე, რომ გურია, თავისი ავთენტური სტუმართმოყვარეობით მთელი გულით მიესალმება სტუმრებს და ღიაა უცხო ერის ადამიანებისადმი. როგორც ტურიზმის პროფესიონალი, მე შემიძლია დავეყრდნო მხოლოდ ჩემს პირად ემოციებს და გითხრათ, რომ გურიის უნიკალური შეთავაზება (USP) არის ზუსტად ის, რასაც ტურისტები მოელიან: ადამიანების მიერ შექმნილი გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, ავთენტური ბუნება და მდიდარი მემკვიდრეობა. RAGG-მა განახორციელა პირველადი ინიციატივები ტურიზმის წახალისებისთვის, ადგილობრივ საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უკვე აქვს ხელშესახები შედეგი,“აღნიშნავს კნუტ გერბერი.

გაგა გოგიჩაიშვილი, RAGG-ის თანა-დამფუძნებლის გაგა გოგიჩაიშვილის თქმით, კვლევა არჩვენებს, რომ გურია არ არის საკმარისად განვითარებული ყველა მიმართულებით და არ იყენებს მის ბუნებრივ პოტენციალს.

„გურია არ არის ცნობილი, როგორც მდიდარი მხარე. თუ ჩვენ გვინდა რეგიონის მდგრადი განვითარება, რომელიც გულისხმობს გურიის ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ არის ღირსეული ამოცანა, მაშინ ჩვენ გურიის საზოგადოებასთან,  ადმინისტრაციასთან და გურულ ბიზნესებთან ერთად, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით და დიდი პასუხიმგებლობით უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ ამოცანას. ჩვენ, RAGG-ის გუნდის თითოეულ წევრს და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს, გვჯერა, რომ ეს არის ჩვენი პერსონალური პასუხისმგებლობა, ჩვენი გზავნილი საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფი გურულებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ერთად შევძლოთ იმ ტრადიციების და მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც განსაკუთრებულს ხდის გურიას და ჩვენს სამშობლოს – საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და ხელი შევუწყოთ ცვლილებების პროცესს,“აღნიშნავს გაგა გოგიჩაიშვილი.

პრეზენტაციის ფარგლებში ინიციატივის მხარდამჭერები ისაუბრებენ მსგავსი ტიპის სამოქალაქო გაერთიანებების მნიშვნელოვნებაზე რეგიონული განვითარების კუთხით, გურიის განვითარების არსებულ ეტაპზე, მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე და, ასევე, იმ მიზეზებზე თუ რატომ უჭერენ მხარს და არიან აღნიშნული გაერთიანების წევრები.

პოპულალურები