LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა 90 წლის იუბილე აღნიშნა

70

18 აპრილს , ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. საზეიმო საღამო  მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.

საღამოს პირველი ნაწილი თეატრალურ პერფომანსს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი დაჯილდოვების ცერემონიალს.

საიუბილეო საღამოზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  სპეციალური ჯილდო- „ ხელოვნების ქურუმი“ ღვაწლმოსილ „მოზარდელებს“ გადასცა. ხოლო  საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა სახელობითი პრიზები –  ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზი, გოგუცა კუპრაშვილის სახელობის პრიზი( მოზარდ მაყურებელთა თეატრის ტრავესტი მსახიობის გოგუცა კუპრაშვილის 110 წელთან დაკავშირებით), რევაზ თავართქილაძის სახელობის პრიზი, უშანგი ჩხეიძის სახელობის პრიზი. ასევე თეატრალურმა საზოგადოებამ ამაგდარის წოდება მიანიჭა  მოზარდ მაყურებელთა თეატრის რამდენიმე თანამშრომელს. გარდა ამისა შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოებამ უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემია გასცა.

შეგახსნებეთ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში პირველად ჩატარდა სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელსაც მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენლები ( პროდიუსერები, რეჟისორები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები ) დაესწრნენ.  ასევე შედგა კონფერენცია, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქართველმა თეატრის კრიტიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები