LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური აშშ ვაჭრობის ფედერალური კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

88

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური აშშ ვაჭრობის ფედერალური კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის ასოცირებულ დირექტორს რასელ ვ. დამტოფფს (Russell W.  Damtoff) შეხვდა.

ნოდარ ხადურმა რასელ დამტოფფს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ისტორიის და თანამედროვე გამოწვევების შესახებ, ასევე ამ პროცესის დასაწყისში აშშ ვაჭრობის ფედერალური კომისიის წვლილზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საჭიროებების დასადგენად. მათ შორის, ევროკავშირის პროექტის ექსპერტთა მონაწილეობით და აშშ ფედერალური ვაჭრობის კომისიის შესაძლებლობებზე საქართველოში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების და კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები