LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური ბალტიის კონკურენციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება

100

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლატვიის კონკურენციის საბჭოს მიწვევით, ქ. რიგაში ბალტიის კონკურენციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.

კონფერენციაში კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები,  სფეროს წამყვანი ექსპერტები  მონაწილეობენ, მათ შორის: ლატვიის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, სკადიტა აბრამა;   ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასი; ესტონეთის რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს გენერალური დირექტორი,  მერტ ოტსი; უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის თავმჯდომარე, იური ტერენტიევი; ევროკავშირის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG Competition) მრჩეველი, დირკ ვან ერპსი; პოლონეთის კონკურენციის ორგანოს ვიცე პრეზიდენტი – მიკალ ჰოლეკსა და კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – ვოჯტეკ დორაბიალსკი; ნორვეგიის კონკურენციის ორგანოს მთავარი მრჩეველი, ვიდარ ერიკსენი; შვედეთის კონკურენციის ორგანოს მრჩევლები – პიტერ ალსტერგენი და პერნილა ხავიერი; ფინეთის კონკურენციის ორგანოს სისტემების სპეციალისტი, პიტერ ბერგლანდი და სხვა მოწვეული ესქსპერტები.

სამუშაო შეხვედრებზე  მსჯელობა შემდეგ მშივნელოვან საკითხებზე  მიმდინარეობს –   კონურენციის ადვოკატირება; კონკურენციის პოლიტიკა და კანონმდებლობა; ელექტრონული მტკიცებულებები; სასამართლო დავები; შერწყმის კონტროლისა და მართვის მექანიზმები; დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, ანტიკონკურენტული შეთანხმებები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები