LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმს ესწრება

38

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ნოდარ ხადური ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმს, რომელიც 11-12 მაისს, ქ.ლონდონში იმართება.

11 მაისს, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გახსნასა და პლენარულსესიაში.

დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისპრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.

ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს, ფინანსთა მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკს შორის ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსებისპროექტისთვის“ ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოსდაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით გამოყოფს 7 მილიონ ევროს.

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და ევრაზიისდეპარტამენტის დირექტორს, მეთ მალოის (Matt Mallloy). მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ს ხაზინასშორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივა.

დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID), სკანდინავიურ გარემოს საფინანსოკორპორაციის (NEFCO), საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების (Moody’s; FitchRatings) წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს 2015 წლის13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდებიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები