LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური ყაზახეთში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

87

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიწვევით, ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ასტანაში, 17, 18 და 19 მაისს, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირები და ექსპერტები ეკონომიკური ფორუმის შეხვედრებზე შემდეგ ძირითად თემებს მიმოიხილავენ – სავაჭრო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები; საერთაშორისო გამოწვევები მსოფლიო ვაჭრობაში; სახელმწიფოს ეკონომიკური როლი და ფუნქციები ეკონომიკური დემოკრატიის პირობებში; კონკურენციის როლი, ფუნქციები, ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივები; სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის შედეგები; მნიშვნელოვანი პოლიტიკური-ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; თანამედროვე ტექნოლოგიები, ციფრული სამყარო და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები