LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „ჩემი ოჯახის წევრის მანქანა გატეხეს… ფრთხილად იყავით!..“

100

„მეგობრებო! ვინც ღამე გარეთ ტოვებთ მანქანებს, ნაძირლების დოღი გადარეული დადის და ამტვრევს, ძარცვავს და ასე შემდეგ. ფრთხილად იყავით!“, წერს ნოდიკო ტატიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

რასაკვირველია, დავინტერესით, რა შეემთხვა მომღერალს და დეტალებისთვის დავუკავშირდით. როგორც ნოდიკომ გვითხრა, მისი ოჯახის წევრის მანქანა გატეხეს და ამის შესახებ ვრცლად გვესაუბრა.

ნოდიკო ტატიშვილი:

ჩემს ოჯახის წევრს დახვდა დილით მანქანა გატეხილი. ღამე კი მომესმა ხმა, მაგრამ გადავიხედე და არავინ იყო. დილას აღმოვაჩინეთ, რომ მანქანა იყო გატეხილი. ამბობენ, რომ არასრულწლოვნები დადიან და ტეხენ მანქანებს. ხმა გავრცელდა, რომ ასე ხდება. ცუდია, რომ პატარა ბავშვები ეჩვევიან ასეთ ქცევას. აიღეს ჩანთა, ფული რა თქმა უნდა, იქ არ იდო, გატეხეს მინა. ძალიან ცუდი ფაქტია.

დღეს დავდე სოციალურ ქსელში და გავაფრთხილე ხალხი, რომ მიაქციონ ყურადღება საკუთარ მანქანებს. დაზღვევა გვაქვს და პოლიციაში უნდა განგვეცხადებინა. როგორც ვიცი, გამოძიება დაიწყო. ამ ერთი ფაქტის გამო კი არა, მგონია, რომ შემდგომი ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად იქნება კარგი გამოძიების წარმოება.

შენს კუთვნილ მანქანას რომ ვიღაც ტეხავს, სულ რომ არაფერი წაიღოს, უკვე ძალიან ცუდია. თუ ამას მართლა არასრულწლოვნები აკეთებენ, ძალიან ცუდი საქციელია. ურჩევნიათ, ისწავლონ და სპორტით შეიქციონ თავი, ეს ბევრად წაადგებათ, ვიდრე ვიღაცის საკუთრების დაზიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები