LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე საახალწლო კლიპს  ლოპოტაზე იღებენ

69

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ერთობლივი სასიყვარულო სიმღერის შემდეგ, რომელზე გადაღებულმა კლიპმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, დუეტმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მსმენელისა და მაყურებლის განებივრება. ამჯერად, ნოდიკო და სალომე ნოდიკოს სასიმღერო სტუდიის „It’s Ok“ ბავშვებთან გაერთიანდნენ. კლიპს ისევ ნესტან სინჯიკაშვილი იღებს, დამდგმელი ოპერატორი ლევან ლეკიაშვილია, მიმართულების პროდიუსერი: თაკო დოლაბერიძე. სიმღერა გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ტექსტი – ნანა ცინცაძეს, მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს. სიმღერა „ბრავო რექორდსშია“ ჩაწერილი, მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილის.

ვიდეოს ლოპოტაზე იღებენ. გადაღებები ახლა მიმდინარეობს.

ნოდიკო ტატიშვილი:

სიმღერა ახალ წელზეა. ასე ჰქვია – „ახალი წელია“, გვგონია, რომ საახალწლო ჰიტი გახდება, ამ სიმღერას ყველა წელს იმღერებენ და გაიხალისებენ დღესასწაულს.

ჩვენი და ნესტან სინჯიკაშვილის ტანდემი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და გვგონია, როგორც ჩემი და სალომეს წინა დუეტი,  ესეც ძალიან წარმატებული იქნება.

მადლობა თაკო დოლაბერიძეს დახმარებისთვის და ლოპოტას ადმინისტრაციას. ორდღიანი გადაღებების შემდეგ საუკეთესო შედეგს ველოდებით.

სალომე ბაკურაძე:

სიმღერა არის სრულიად საახალწლო, ისეთი, რომ ყველას გაცილებით ადრე მოუნდება ამ დღესასწაულის დადგომა. მოუთმენლად ველოდები კლიპსაც, რადგან სიმღერაში უკვე არაჩვეულებრივი განწყობა იგრძნობა. ბავშვები ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ეშხს სძენენ, რადგან მათ ყველაზე მეტად უყვართ ეს დღესასწაული, თუმცა არც მე და ნოდიკო ვართ გამონაკლისები.  ყველა იმ ადამიანს გვინდა ვაჩუქოთ ეს სიმღერა, ვინც ჩვენსავით გამორჩეულად ელოდება ახალ წელს, ახალი იმედებითა და სურვილებით (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები