LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი: „გვინდა, „ოქროს ტალღამ“ კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს…“

54

Ardaidardo.Ge

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულები არიან. მათ „ევროვიზიისთვის“ შექმნილი სიმღერით „Waterfall“ წლის სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვეს და საუკეთესო დუეტადაც დასახელდნენ. ნოდიკოსა და სოფოს ფოტოსესიისთვის და „ოქროს ტალღაზე“ სასაუბროდ შევხვდით.


ნოდიკო:

არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მომღერლები ბევრ სიმღერას წერდნენ აქტიურად, შესაბამისად, ველოდით გამარჯვებას, თუმცა გაგვიხარდა, რომ ავიღეთ, როგორც წლის სიმღერის ნომინაცია, ასევე წლის დუეტიც ტომას ჯეისონის მიერ „ევროვიზიისთვის“ შექმნილი სიმღერით: „Waterfall“. გულწრფელად მიხარია, რომ გვაქვს ასეთი დაჯილდოვება. ის პრემია, რომელიც დაწესებულია, ფულად ჯილდოს ვგულისხმობ, არის გარკვეული სტიმული, რომ ახალი სიმღერა ჩაწერო, რომელიც მსმენელს მოეწონება.

ვფიქრობ, „ოქროს ტალღა“ სწორედ მომღერლების წახალისებას ემსახურება. ყველა შემსრულებელი, რომელიც ასე თუ ისე, აქტიურობს, ელის ამ ცერემონიას. ის, რაც კეთდება, საკმარისია, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტს ვისურვებდი. მინდა, სანახაობრივად დაიტვირთოს და მასშტაბი შეიძინოს. იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები