LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი დიტო ტატიშვილის შესახებ: „ძალიან თბილი და წესიერი ადამიანი იყო…“

806

ნოდიკო ტატიშვილი წერს დიმიტრი ტატიშვილის შესახებ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სამი წლის წინ გაივცნო და გამოხატავს გულისტკივილს მისი გარდაცვალების გამო. შეგახსენებთ, რომ დიტო ტატიშვილმა საზოგადოების კეთილგანწყობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თავის ეზოში ბავშვებისთვის აუზი გააკეთა… ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, რის გამოც სოციალურ ქსელში მწუხარება უამრავმა ადამიანმა გამოხატა.

ნოდიკოც მათ შორისაა:

„ეს ბიჭი დიტო ტატიშვილია! გუშინ უპოვიათ გარდაცვლილი!

დაუჯერებელი ამბავია!

ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით 3 წლის წინ, გადამეხვია, ჩამეხუტა, მეც ტატიშვილი ვარო, ვისაუბრეთ ბევრი.

ძალიან თბილი, წესიერი და დადებითი ადამიანი იყო.

მას შემდეგ იშვიათად, მაგრამ ვკონტაქტობდით ხოლმე.

ერთი კვირის წინ დამირეკა, მის ახალ მაღაზიაზე მიყვებოდა, საუკეთესო განათების აქსესუარები მაქვს და თუ რამე დაგჭირდეს, შენ გვერდით მიგულეო!

ეს ის ბიჭია, ამ ზაფხულს, როცა ძალიან ცხელოდა, მისი უბნის ბავშვებს სიურპრიზად აუზი რომ დაუდგა ეზოში!

ნათელში იყოს მისი სული! ძალიან დამწყდა გული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები