LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა წარადგინა (ვიდეო)

249

ნოდიკო ტატიშვილმა მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა, რომელიც მის ახალ ალბომში შევა. სიმღერის სახელწოდებაა „I’m gonna sing still“. მისი პრემიერა „ნანუკას შოუში“ შედგა.

ნოდიკო ტატიშვილი:

ეს სიმღერა ჩემს ახალ ალბომში შევა. ჯონი თითირაშვილს ეკუთვნის მელოდია, ლექსი – ზაზა ჯოჯუას, ჩაიწერა „Eye studio“-ში, ხმა – დავით ჩანგოშვილი. ამ ბიჭებმა შექმნეს სიმღერა და მისი შესრულება მე შემომთავაზეს. ძალიან მომეწონა და დავთანხმდი.

ეს ჯაზბალადა ჩემს ახალ დიკში შევა, რომელიც მზად ზაფხულში იქნება, მაგრამ პრემიერას შემოდგომაზე გავაკეთებ. შესაძლოა, 5 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიო, ვნახოთ.

დისკში 12 სიმღერა შევა. მათი ნაწილი უკვე მოსმენილი გაქვთ სხვადასხვა რადიოეთერის საშუალებით, ნაწილი კი ახალია და მათ პრემიერებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

დისკი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება და ძალიან განსხვავებული გამოდის…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები