LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე „დიდ ავიაციაში“ ბრუნდება – რა გადაცემას წაიყვანს დათო ქაცარავასთან ერთად

311

ნოე სულაბერიძემ მცირე ხნის წინ დაწერა, რომ „დიდ ავიაციაში“ ბრუნდება, რაშიც, რასაკვირველია, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ და სხვა მასშტაბური პროექტების პროდიუსერი, ტელევიზიას გულისხმობდა.

როგორც მოგვიანებით მისივე „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი, ნოე სულაბერიძე დათო ქაცარავასა და ელენე ქასრაძესთან ერთად „ჯიდიესის“ ღამის ეთერში ახალ შოუს გაუძღვება, რომელსაც „18+“ ჰქვია. გადაცემა ტელევიზიის ეთერში იანვრის შუა რიცხვებიდან გავა.

როგორც ნოემ „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა – „წამყვანები ვიქნებით მე, დათო ქაცარავა და ელენე ქასრაძე, რომელიც მსახიობი გახლავთ და დიდი ხანია, მინდოდა მისი ეკრანზე გამოჩენა.

გადაცემას აქვს ღამის შოუს ფორმატი, ისეთ გადაცემას ვაკეთებთ, რომელიც, ვფიქრობ, დღეს ქართულ სივრცეს აკლია. ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ტაბუირებულ თემებზე ვილაპარაკებთ, ვინაიდან ჩემი აზრით, არ არსებობს თემა, რომელზეც ადამიანები არ ლაპარაკობენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი ფორმატის გადაცემას ვამზადებთ“.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები