LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორიოსთან ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა

48

სოფელ ნორიოსთან, ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა თბილისის შემოვლით გზაზე, ნორიოსთან, 25-ე კილომეტრზე მოხდა.

გარდაცვლილების გარდა, ასევე დაშავებულია ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შემთხვევა სამ იანვარს, გამთენიისას მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები