LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგია ფინეთს დაბადების დღეზე მთას აჩუქებს

63

ნორვეგია ფინეთს დაბადების დღეზე მთას აჩუქებს. როგორც იდეის ავტორი აცხადებს, ეს იქნება მთელი გულით გაცემული საჩუქარი და ისინი სანაცვლოდ არაფერს მოელიან. ნორვეგიელებს სურთ, რომ ფინელებს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე განსხვავებულად მიულოცონ.

სანამ რუსეთი თავისი მიწების განვრცობას, პრეზიდენტი ტრამპი კი კედლის აშენებას გეგმავს, ნორვეგია მზადაა საკუთარი ტერიტორიის ნაწილი ასე უბრალოდ დათმოს.

ექსპერტთა შეფასებით,  საჩუქრის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს, ამიტომ მეზობლის მხრიდან მსგავსი კეთილი ჟესტი ნამდვილად დასაფასებელია.

აღსანიშნავია, რომ იდეას ნორვეგიის პრემიერიც დადებითად შეხვდა, ხოლო ფინეთის მხარეს კი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები