LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნოვა“ საგამოფენო დარბაზს გახსნის

1097

შპს „ნოვა“ საგამოფენო დარბაზს გახსნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საგამოფენო დარბაზი განთავსებულია 1800 კვ/მ-ზე. დარბაზის პირველ სართულზე წარმოდგენილია ”ნოვას” წარმოებული პროდუქცია, სასახურავე მასალები და აქსესუარები, თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარები, პოლიეთილენის წყლის ავზები და მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი ბრენდების პროდუქცია, რომელთა ოფიციალური დილერი საქართველოში სწორედ შპს ”ნოვაა”.

კომპანიის ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზე აბაზანის აქსესუარების და კერამიკული ფილების ექსკლუზიური კოლექციებია განთავსებული. ამასთან, საგამოფენო დარბაზის გახსნასთან დაკაშირებით, კომპანია მომხმარებელს 1000-ზე მეტ პროდუქტზე გრანდიოზულ ფასდაკლებასა და სასიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობს.

შპს „ნოვა“ საგამოფენო დარბაზი დღეს თბილისში გაიხსნება და მას ოფიციალურად თბილისის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე გახსნის.

შეგახსენებთ, სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანოს. ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია თბილისში საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა, ასევე ბათუმში – საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა, ავზების საწარმო,
ამასთან „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სასაწყობე-საწარმოო მეურნეობა ადლიის ფილიალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები