LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ დადგებით ძალადობის მხარეს!”- ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

151

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემის წარმომადგენლები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას მართავენ, რომლის მთავარი ლოზუნგია”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

აქციაში მონაწილეობას იღებენ ლგბტ თემის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები.

აქციის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. დაიშვებიან მხოლოდ აქციის მონაწილები და მედიის წარმომადგენლები.