LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ დამცინი ბიჭო! მოურინიომ კონტეს ჭკუის დარიგება დაუწყო (ვიდეო)

51

ინგლისის პრემიერლიგაში სუპერმატჩი იყო: ”ჩელსიმ” თავისი ყოფილი დამრიგებლის და კლუბის ლეგენდის ჟოზე მოურინიოს ”მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო. ლონდონელებმა მეტოქე დაანგრიეს – 4:0.

ჟოზე კი რისი ჟოზე იქნებოდა, თავისი მაინც რომ არ მოექნია.
თამაშის დასრულების შემდეგ მოურინიო კონტესთან მივიდა, რათა მიელოცა და თან ჭკუაც ესწავლებინა: ”აღარ აღნიშნო 4:0 ასე. იზეიმო 1:0 ნორმალურია, ხოლო 4:0 – ეს დამცირებაა”.

ანტონიო კონტემ საპასუხოდ თქვა, რომ არავისთვის არ დაუცინია.
”მე ყველას პატივს ვცემ. ჩემსა და ჟოზეს შორის არაფერი მომხდარა და საკუთარ საქციელს ნორმალურად მივიჩნევ. არავისთვის დამიცინია, თავადაც ყოველთვის პატივისცემისკენ მოვუწოდებ”, – დაწერა Football Italia-მ კონტეს ნალაპარაკევი.

ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგაში ყველა დიდი ანგარიშით წააგო, ხოლო კარიერაში ეს მისთვის მეორე ცუდი შედეგია. ამაზე უარესად ის 2010 წლის ნოემბერში ”ბარსელონამ” შეარცხვინა, როდესაც ჟოზეს ”რეალს” 5:0 აჯობა.

ისიც ვთქვათ, რომ ”იუნაიტედის” სუპერფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს 2006 წლიდან მოყოლებული ყველაზე მშრალი სერია აქვს. ზლატანმა მთელი მატჩი ითამაშა და უგოლო სერია 498 წუთამდე აიყვანა. ბოლოს შვედს ამდენ ხანს 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვერ გაქონდა, როდესაც სერია ა-ში ”ინტერში” გამოდიოდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=PdmKWXkTLb0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები