LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გააქრეთ ჩემი სპრეი: ფიფას უჩივიან და მილიონებს თხოვენ

206

გამქრალი სპრეის შემქმნელმა ფიფას 35 მილიონი დოლარი მოთხოვა.

ბრაზილიელმა გეინე ალემანიემ ორგანიზაციას თხოვნით მიმართა მატჩების დროს სპრეის გამოყენება შეწყვიტოს.

“ფიფას თავი ისე მოაქვს, ვითომ არ მიცნობს. ჩემი წერილიდან ცხადია, რომ პატენტი არსებობს. ფიფა არ იმჩნევს და ძარცვას განაგრძობს. მე აღიარება არ მჭირდება, ისედაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს სპრეი ჩემი გამოგონილია. მე ფიფას პატივისცემა მჭირდება, სამართლიანობა მჭირდება. საქმე მარტო ამ 35 მილიონში არ არის”, – დაწერა ალემანიეს სიტყვები Globo-მ.

ფიფამ ალემანიეს ბრალდება დაუსაბუთებლად მიიჩნია, სპრეის გამოყენების შეწყვეტაზე უარი თქვა და ბრაზილიელს საპასუხი წერილი მიწერა და ამ თემის დახურვისკენ მოუწოდა.

ალემანიემ სპრეი, რომელიც ქრება 2000 წელს მოიგონა.

პირველად სპრეი 2001 წელს ჟოაო აველანჟის თასზე გამოიყენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები