LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი – აქცია ქუთაისში

93

ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი – ამ სლოგანებით სტუდენტების სოლიდარობის აქცის მიმდინარეობს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ.

ახალგაზრდები მსვლელობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და მოიწოდებენ მოქალაქეებს, შემოუერთდნენ აქციას. ისინი სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. სტუდენტების თქმით, აქციაზე პოლიტიკურ პარტიებს გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ.

გუშინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმში, თელავში, გურჯაანში, ზუგდიდსა და გორში.

გორში, სტუდენტები იყვნენ შეკრებილი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები პლაკატებით შეიკრიბნენ და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე არ მოხდება დავით სარალიძის მკვლელის ან მკვლელების დაპატიმრება, გარდაცვლილის მამას მხარდაჭერას კვლავ გამოუცხადებენ და აქციებს გამართავენ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები