LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ უმღერიხართ ლუკაკუს პენისს

120

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გულშემატკივრებს სპეციალური თხოვნით მიმართა – აღარ იმღერონ სიმღერა რომელუ ლუკაკუს პენისის ზომასთან დაკავშირებით.

წითელ ეშმაკებს თხოვნით ანტიდისკრიმინაციულმა ორგანიზაცია Kick It Out-მა მიმართა, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით აღნიშნული სიმღერა დაფარულ რასისტულ აზრს ატარებს და ამიტომაც საჭიროა მისი აკრძალვა.

”რასისტული სტერეოტიპები მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოთამაშის მხარდასაჭერად შექმნილ სიმღერაში გვევლინებიან”, – ნათქვამია Kick It Out-ის განცხადებაში.

”მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენელთა, თქმით ისინი ანტიდისკრიმინაციულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას გეგმავენ.

რომელუ ლუკაკუ ”მანჩესტერ იუნაიტედში” 2017 წლის ზაფხულში, ”ევერტონიდან” გადავიდა. მის ანგარიშზე პრემიერლიგის განვლილ 5 ტურში გატანილი 5 გოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები