LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძემ ტანსაცმლის კოლექცია შექმნა

199

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ახალ საქმიანობაში მოსინჯა ბედი. მან „ატელიე კიკალასთან“ ერთად ტანსაცმლის საკუთარი კოლექცია შექმნა. ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ამ კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა თავად აცვია. ბრენდის სახელწოდებაა Nutsa X kikala Youth.

ნუცა ბუზალაძე:

ეს არის „ატელიე კიკალას“ ხაზი ახალგაზრდა გოგონებისთვის. სულ მეცვა ხოლმე მათი რაღაცები. მომივიდა იდეა, რომ მათთან ერთად ჩემი კოლექცია გამეკეთებინა. თავიდან სპოტული ხაზი მინდოდა. მერე სხვა იდეებიც გამიჩნდა და მითხრეს, ჯერ ეს გავაკეთოთ და მერე სპორტულიო. წარწერები, ჰეშთეგები მოვიფიქრეთ.

მივიჩნევ, რომ ორიგინალური რაღაცები გვაქვს, ჩემხელა გოგონებს და ჩემზე პატარებსაც ძალიან მოეწონებათ. ისეთი კოლექცია გავაკეთე, საიდანაც თითქმის ყველაფერს ჩავიცვამ თავადაც. უკვე იყიდება, შეკვეთაც შეუძლიათ.

ამის შემდეგ სამოსს სულ ჩემი დიზაინით გავაკეთებ. დიზაინერს რომ ეუბნები, ზოგჯერ არ გისმენს ან ვერ იგებს, კარგია, როცა თითოეულ დეტალს შენთან ათანხმებენ.ასე ბევრად მირჩევნია.

ის კაბები, მოსაცმელები, რაც ჩვენს კოლექციაში გვაქვს, ყველა წონის გოგონას კარგ ტანს უჩენს. თან, თანამედროვე და ახალაგაზრდულია. გამორჩეული იქნები, როგორც მე (იცინის). ტანსაცმელზე ძლიერი, დამოუკიდებელი გოგოს სიტყვები მაქვს დაწერილი, ანუ, ისეთის, როგორიც მე ვარ. ჩემს ყველაზე საყვარელ მოსაცმელს აწერია – Boss Baby.

მიხარია, რომ ეს კოლექცია გავაკეთე, 15 კაბა და მოსაცმელი შედის.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები