LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა

95

ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში პაატა პავლიაშვილის ახლობლების, უფლებადამცველებისა და პროკურატურის გენინსპექციის მთავარი გამომძიებელის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

პროკურატურის განცხადება, რომ გამოძიების გაგრძელება მათ კომპეტენციაში არ შედის, მიუღებელია პავლიაშვილის ოჯახისა და უფლებადამცველებისთვის.

შეხვედრას წინ ხანმოკლე საპროტესტო აქცია უძღოდა.

„იმ მთავარ კითხვას, რა მოხდა სინამდვილეში, როგორ განვითარდა მოვლენები, პასუხი ვერ გასცა პროკურატურამ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კადრები. სწორედ ის, რომ კადრები არ გადაღებულა, ამ საქმის გაგრძელებას ვაპირებთ გენერალურ ინსპექციაში,” – აცხადებს “საიას” სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები