LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძის ქუჩაზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

56

წუხელ თბილისში აფეთქება მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, წინასწარი ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

აფეთქების ხმა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე გაისმა, თუმცა უშუალოდ რომელიმე ბინაში არ მომხდარა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ხმა საკმაოდ ძლიერი იყო. ჩამსხვრეულია ფანჯრების შუშები, დაბზარულია კედელები. დაშავებულები არ არიან.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები