ნუგზარ უბერი: როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს  უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

პოპულარული

ნუგზარ უბერი: როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს  უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

რა ტიპის გრიპის ვიურუსი ცირკულირებს ამჯერად ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა თუ არა გრიპის ვირუსი მარტივად გადაიზარდოს ფილტვების ანთებაში და ახასიათებს თუ არა მას კონკრეტული სიმპტომები, როგორ ხდება სასუნთქი გზების ინფექციების დიაგნოსტიკა და არის თუ არა მაღალმთიანი კურორტები ზამთარში, ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემების დაავადებების საუკეთესო პრევენცია – ამ თემაზე ნატა ხარაშვილის საავტორო გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

რა ტიპის გრიპის ვიურუსი ცირკულირებს ამჯერად ჩვენს ქვეყანაში  და ზოგადად, როგორ უნდა განვასხვავოთ გრიპის ვირუსი სხვა მარტივი ვირუსებისგან?

მადლობა მოწვევისთვის, მზად ვარ თქვენს კითხვებს შეძლებისდაგვარად ვუპასუხო. დღეის მონაცემებით, საგანგაშო არაფერი ხდება. მე, ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ. მე წარმოვადგენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკას და ჩვენი მონაცემებით, შეუფასებელი არაფერი ხდება, გავრცელებულია სეზონური ვირუსები და გრიპი. პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სხვა სპეციალისტების სფეროა. რაც შეეხება იმას, თუ რა ვირუსი ცირკულირებს, დავიწყებ იმით, რომ ყველა ვირუსს თავისი კლინიკური გამოვლინება აქვს. თუ არ არის მძიმე და შეუფასებელი შემთხვევა, პრაქტიკული მედიცინა ვირუსის იდენტიფიცირებას არც მოითხოვს. მაგალითად, ცნობილია რომ კლასიკური ნიშნებით ხასიათდება გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპი, ის სასუნთქი გზების ინფექციაა, მიმდინარეობს კუნთებისა დ თავის ტკივილით, მშრალი ხველითა და ზომიერი ტემპერატურით. ადენოვირუსისთვის დამახასიათებელია კონიუქტივიტი და სხვა. შემოდგომა-ზამთარში მატულობს სეზონური რესპირატორული პათოგენებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსი და ა.შ.

შესაძლოა თუ არა გრიპის ვირუსი მარტივად გადაიზარდოს ფილტვების ანთებაში და ახასიათებს თუ არა მას კონკრეტული სიმტომები?

არსებობს კლინიკური მიდგომები, რომლებიც საყოველთაოდ არის აღიარებული პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში. მიმართვიანობა ამ პერიოდში ყოველთვის მაღალია. სახელმწიფო აფინანსებს 6 წლამდე ასაკის სამედიცინო მომსახურებას, თუკი არის ხველება, ცხელება, ინტოქსიკაციის ნიშნები და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. სასუნთქი გზების ინფექციაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველი ნიშანი არის სურდო, ხველება, არასპეციფიური ნიშანი – ცხელება, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი ხარისხით განვითარებული, შეიძლება ამას მოჰყვეს ასევე ისეთი არასპეციფიური ნიშნები, როგორიც არის მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. სასუნთქი გზების სისტემის ინფექციის ნიშნების მქონე ყველა პაციენტი ექვემდებარება ექიმის კონსულტაციას გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მას უტარდება კლინიკური გამოკვლევა, რუტინულ კვლევაში ჩაჯდა ყურის გამოკვლევაც, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, თუ საჭირო იქნება გაკეთდება ფილტვების რენტგენოგრაფია და შეფასდება ნოზოლოგია, ანუ დაავადების ფორმა, სად გაჩერდა ინფექცია, ზედა სასუნთქ გზებში, თუ ჩამოვიდა ქვედა სასუნთქ გზებში. უკანასკნელ პერიოდში ძალიან ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები არ რთულდება ფილტვების ანთებით, არაიშვიათად ამის მაგალითებიც გვაქვს. დადგინდა, რომ ფილტვების ანთება უხშირესად ვირუსული ინფექციის გართულებაა. ვირუსული ინფექცია შეიძლება ვირუსის დონეზე გაჩერდეს და არ გართულდეს ბაქტერიული ხასიათის ფილტვების ანთებით.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს  დროული მიმართვიანობა სპეციალისტთან?

პირველი რეკომენდაცია, რომელსაც კლინიკური მედიცინა საზოგადოებას უწევს, არის ის რომ, პერიოდულად უნდა გადაფასდეს ის ნიშნები და მდგომარეობა რაც პაციენტს აღენიშნება. გადაფასების დრო ძალიან ინდივიდუალურია. არსებობს რიკს ფაქტორები, მაგალითად: ადრეული ასაკი, დღენაკლულობა, სხეულის დაბალი მასა, ქრონიკული დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის სერიუზული დაზიანების მქონე ბავშვები და ა.შ. დღეს შეიძლება იყოს დადგენილი ვირუსული ინფექცია, ხვალ კი გართულდეს ნებისმიერი სხვა ნოზოლოგიით. რამდენიმე ათეული წლის წინ, ფილტვების ანთება ფასდებოდა როგორც უსიცხოდ განვითარებული ფილტვების ანთება, ან ტემპერატურის თანხლებით მიმდინარე ანთება. შემდეგ გამოჩნდა ფილტვების ანთების ისეთი ფორმა, რომელიც ხველების გარეშე მიმდინარეობს, წლების წინ კი ფილტვების ანთება ფასდებოდა ხველებით, სიცხით, სუნთქვის გაძნელებით და ა.შ. ახლა კი აუცილებელი არ არის ხველა წამყვანი კლინიკური ნიშანი იყოს, აქ სხვა ნიშნები გვეხმარება. რაც შეეხება „ჩუმი ფილტვების ანთებას“, შესაძლებელია ფილტვებში გასინჯვით არ იყოს ის ნიშნები, რაც კლასიკურად მიგვანიშნებს ანთებისკენ, თუმცა, ექიმმა იცის, რომ  ბავშვის ზოგადი მდგომარეობა – სუნთქვის სიხშირე და სხვა გამოვლინებები, მაგალითად უმადობა, მივარდნილობა, ფერმკრთალობა,  შესაძლოა, ფილტვების ანთებაზე მიანიშნებდეს. ამ დროს უნდა გაკეთდეს გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, რაც დაგვიდასტრებს, ან ვუარყოფთ ფილტვების ანთებას. ყველაფერი ერთად – კლინიკური ნიშნები, ანამნეზი, ფონური მდგომარეობა განიხილება ერთად და ფასდება ნოზოლოგია. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გვაქვს დაყოვნების მეთოდიც, როდესაც  24 საათის განმავლობაში, კვლევისა და მკურნალობის პირობებში ფასდება მდგომარეობა.

იცვლება თუ არა სისხლის საერთო ანალიზი ყოველთვის ფილტვების ანთების დროს?

ხშირად, სისხლის საერთო ანალიზი ნორმალურია, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა… ჰემატოლოგიური სურათი, ანუ სისხლის საერთი ანალიზი საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, შეიძლება იყოს პათოლოგიის გარეშე, მაგრამ მდგომარეობა მძიმე იყოს. სისხლის საერთო ანალიზთან ერთად უნდა მოხდეს სხვა კლინიკური კვლევების ჩატარება, საერთო სურათის შეფასება და მხოლოდ შემდეგ უნდა დავსვათ დიაგნოზი. ფილტვების ანთებას სხვადასხვა მიკრობი იწვევს, არსებობს სოკოვანი ფილტვების ანთება, ან ბაქტერიებით გამოწვეული ანთება და ა.შ.

რამდენად ახასიათებს ფილტვების ანთებას გამეორება?

სასურველია, რომ პირველ რიგში სწრაფად მივმართოთ ექიმს, როდესაც რაიმე უჩვეულო ნიშანი ჩნდება, თუნდაც სურდო, ან ყურის ტკივილი, ეს არის გამოსავალი. საწყისი მდგომარეობიდან ექიმს საშუალება აქვს შეაფასოს პაციენტი, როგორ იყო გუშინ და როგორ არის დღეს. თუმცა, შეიძლება ყოველ დღე მოხდეს შეფასება, მაგრამ მეხუთე დღეს გართულება დადგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გართულების დადგენა და ჰოსპიტალიზაცია დროულად მოხდება. ჩემი კოლეგები აღნიშნავენ, რომ გახშირდა რეჰოსპიტალიზაციები. მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციით გაეწერა პაციენტი და 3-5 დღის შემდეგ ისევ სიცხით, ხველებით და მძიმე დმგომარეობით ბავშვი ბრუნდება სტაციონარში. ჩვენს პედიატრიულ კლინიკაში გავაანალიზეთ რამდენიმე ათეული შემთხვევა და მივედით დასკვნამდე, რომ აქ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ასეთ მდგომარეობას. ამ სეზონზე არსებულმა ვირუსულმა ინფექციებმა მიიღეს ციკლური, ტალღისებური მიმდინარეობა და ვითარდება გარკვეული ნათელი პერიოდებით.  5-7 დღე ავად არის, შემდეგ კარგად არის და შემდეგ ისევ მეორდება გართულება. აქ აღსანიშნავია, რომ ადგილი აქვს რე ან სუპერ ინფექცის, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გაეწერა გამოჯანმრთელებული და სახლში დახვდა მცირედ მოავადე ოჯახის წევრი, რომელიც ბავშვისთვის არის სერიოზული ინფექციის ფორმა. აქ ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი – ოჯახის სულადობა, სოციალურ-ეკონომიური ფაქტორი და სხვა. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ ინფექციებმა შებრუნებითი ხასიათი მიიღეს. სწორედ ამან განაპირობა ჰოსპიტალში დაბრუნების შემთხვევები.

რა როლს ასრულებს მთიანი კურორტები ზამთარში ქვედა და ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის?

როგორც ექიმი, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ კურორტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქი, სკოლები, ბაღები – განსაკუთრებული დარტყმაა პატარებისთვის. მაღალმთიანი კურორტები, იქ სადაც თოვლია და სუფთა ჰაერი ძალიან სასარგებლოა პატარების ჯანმრთელობისთვის. ეს არის გაკაჟება, იმუნიტეტის გაძლიერება და ეს მათ ჯანმრთელობას წაადგება. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ბებია-ბაბუებთან სტუმრობა რაიონებშიც ძალიან კარგია და არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ კურორტებზე წასვლა. მინდა ვისაუბრო გრიპის ვაქცინაზეც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინაცია სერიოზული სამედიცინო ინვესტიციაა. მისი ჩატარება წესით ოქტომბრის თვიდან ხდება, თუმცა მიიჩნევა, რომ აცრა გვიან არასოდეს არის. ჩვენ თებერვალსა და მარტში ველოდებით ვირუსების პიკს. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსული ინფექციები არის ჰაერწვეთოვანი და ამიტომ ავადმყოფი ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული. უნდა იაროს სამედიცინო ნიღბით. მაგალითად, რინო ვირუსი რაიმე ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს. თუ ადამიანმა დააცემინა ლიფტში, თქვენ კი შეეხეთ ლიფტის ზედაპირს და შემდეგ ხელი მოისვით თვალში ან ცხვირ-ხახაში, ლორწოვანიდან ორგანიზმში შედის რინო ვირუსი. ხშირად დაიბანეთ ხელები. როდესაც ადამიანი ავად არის, არ უნდა გავიდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

გადაცემის ლაივი

რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვების ანთება და რა ტიპის გრიპის ვიურუსი ცირკულირებს ამჯერად ჩვენს ქვეყანაშიპედიატრი ნუგზარ უბერი გადაცემაში "სტუმრად ექიმთან"

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on 2018 წლის 24 იანვარი, ოთხშაბათი

გადაცემის ჩანაწერი

 

 

რჩევები /

|

25 იანვარი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => nugzar-uberi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 207899
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => nugzar-uberi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 207899
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => nugzar-uberi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => nugzar-uberi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (207899) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (22623,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 246311
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-24 14:54:07
                    [post_date_gmt] => 2018-05-24 10:54:07
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

უსაფრთხოა თუ არა მარიხუანა, იწვევს თუ არა ის შეჩევავს და შესაძლოა თუ არა მარიხუანას მოხმარება  გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. არსებობს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკი და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთწოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფის ექიმმა-ნევროლოგმა, ირინა ურუშაძემ უსაბრა.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მარიხუანა არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, ან არ იწვევს მიჩვევას, არ იწვევს დამოკიდებულებას - ასეა თუ არა ეს?

ვეცდები ისე ვისაუბრო, რომ არც პროპაგანდა გამომივიდეს და არც გავამწვავო საკითხი. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? მაგალითად ავიღოთ ღალატი - არსებობს მსუბუქი ღალატი და მძიმე ღალატი? ქალბატონი, რომელსაც მეუღლე ჰყავს, შეიძლება თუ არა სხვა მამაკაცს გაჰყვეს რესტორანში, აკოცოს, ეცეკვოს, მსუბუქი ფლირტი აწარმოოს და დაბრუნდეს სახლში? ყველასთვის საშინელებაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე ჰყავს და სხვა სექსუალურ პარტნიორს გაიჩენს. რატომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია - მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ცნების არსებობა მე არასწორად  მიმაჩნია. ნარკოტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხსნის გზას. ამას რომ დაუშვებ, ამას რომ მიიღებ, მერე გიჩნდება ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი. მე ემოციის დონეზე მოტივაციებზე ვსაუბრობ, თუმცა რასაკვირველია მსუბუქი ნარკოტიკის ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჩნდება ტოლერანტობა და შემდეგ დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მოსასპობად კი აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნილება მძიმე ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ, მგონია, რომ ამ ნივთირებების „მსუბუქად“ და „მძიმედ“ დაყოფა არასწორია. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს ანდაზა ქართულად, თუმცა ზუსტად შეესაბამება - „Игра не стоит свеч“. ჩვენ ისეთ ცუდ შედეგებს მივიღებთ, რომ ის მცირე სამედიცინო ეფექტები ამად ნამდვილად არ ღირს.



კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ამბობენ, რომ ზომიერად მოხმარებული მარიხუანა ზიანის მომტანი არ არის, უფრო მეტიც, ის ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს... შეუძლია თუ არა მარიხუანამ მართლაც მოახდინოს რაიმე დადებითი გავლენა ორგანიზმზე? 

მარიხუანა არის მცენარე, რომლის ლათინური სახელწოდებაა Cannabis sativa. ყლორტებისგან ზეთი კეთდება, ფოთლები კი შრება და მას ინჰალაციის გზით მოიხმარენ - ეს ინფორმაცია საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ეფექტს, ვეცდები გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ნივთიერება კანაბინოიდი, რომელსაც გარკვეულ წილად აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე. საქმე მიდგომებსა და გამოცდილებაშია. თუ ვისაუბრებთ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე, თუნდაც თქვენი ასაკის ადამიანზე, ნატა, შეგვიძლია ჩვენ გაცნობიერებულად მივუდგეთ ამ საკითხს და გარკვეულ წილად დადებითი ეფექტისთვის, ძალიან იშვიათად გამოვიყენოთ და არ გაგვიჩნდეს ტოლერანტობა, შესაბამისად დამოკიდებულება. მაგრამ, რა ვუყოთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, არ აქვთ სამყარო გაცნობიერებული. ამ ადამიანებს ვერ გავაგებინებთ, როგორ მოიხმარონ მარიხუანა. მოზრდილები მოზარდებისგან ჭკუით არ განვსხავდებით, ჩვენ უბრალოდ მეტი გამოცდილება გვაქვს. მე რომ ვიტყვი, რომ მარიხუანას დადებითი ეფექტი აქვს, მოზარდი მხოლოდ იმას გაიგებს, რომ მარიხუანა კარგია. ამას ვუფრთხი, ეს მაფერხებს იმაში, რომ სწორად ჩამოვაყალიბო მარიხუანას დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითი ეფექტები ნამდვილად აქვს. მარიხუანა, კერძოდ ნივთირება კანაბისი, სინაფსის მეშვეობით, თავის ტვინში ააქტიურებს ნერვული იმპულსის გადაცემას, ახდენს მისი ორმხრივი პარალელური ნაკადებით მოძრაობა-მიმოსვლას. ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტს, გუნება-განწყობილებას, ააქტიურებს მადას, ადამიანი ხდება ოპტიმისტი, მას მეტი შეუძლია, ვიდრე ამის გარეშე. იგივე ონკლოგიის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ემოციურ დონეზე აქვს ეფექტი, აქვს ის თვისებებიც, რომელიც ამ საშინელ მოვლენას, რომელსაც აპოპტოზი ქვია, გარკვეულ წილად აფერხებს. აპოპტოზი არის უჯრედში თანდაყოლილად ჩადებული საკუთარი თავის სუიციდური პროგრამა, ეს ნევროლოგიაში ძალიან საინტერესო საკითხია. ეს მექანიზმი წამყვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. კვდება უჯრედები, მარიხუანა კი გარკვეულ წილად, გარკვეულ ეტაპებზე კვდომის პროცესებს აფერხებს.



თქვენ აღნიშნეთ დადებითი ეფექტები და თქვით, რომ აქ ზომიერების აღქმის პრობლემაა, რასაც მოზარდები ვერ ახერხებენ. ფრაზა - „არ არის ცუდი“, მათში სხვაგავარდ მუშავდება. შეგვიძლია თუ არა ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები, რაც შეიძლება მარხუანას არაზმომიერმა, სისტემატიურმა მოხმარებამ გამოიწვიოს?

მარიხუანას ორგანიზმზე აქვს ობიექტური და სუბიექტური მოქმედება. სუბიექტური სიმპტომებია ზუსტად ემოციური ტალღა, ობიექტურ სიმპტომებში კი მისი გავლენა იგულისხმება სხვადასხვა ორგანოებზე. ყველაფერს მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ცდომილი ნერვი და მისი ბოჭკოები ყველა შინაგან ორგანოსთან მიდის. ცდომილი ნერვის სტიმულირება გულის ცემის გაიშვიათებას იწვევს. მისი ზოგადი მასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედების გამო, მისი სისტემატური გამოყენება არ მიმაჩნია, რომ სწორია. ორგანიზმს არ შესწევს იმის უნარი, რომ მუდმივად ზეზღურბლოვან აღგზნებაზე ფუნქციონირებდეს, ეს ყოველთვის უარყოფით გავლენას გამოიწვევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ?

რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ აკრძალული, საშინელი და დამღუპველი პროცესებისკენ, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება მოაქვთ. თუნდაც კლუბური ნარკოტიკი, თუნდაც მარიხუანა - ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ.

შეიძლება თუ არა მარიხუანას ზომიერმა მოხმარებამაც გამოიწვიოს „ლომკა“ და შეიძლება თუ არა, რომ ზომიერებაშიც დავიკარგოთ? 

ეს არის ზუსტად ის ერთადერთი უარყოფითი თვისება და აკრძალვა. მეცნიერულ, ნეირობიოლოგიურ დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს არ იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ რადგან ხელოვნური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სინამდვილეში, არ მოუნდება ეს გაიმეოროს, მას ყოველთვის მოუნდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, მის ნერვულ სისტემას ყოველთვის დასჭირდება წახალისება. ეს გადავა ტოლერანტობაში და საბოლოოდ დამოკიდებულებაში.



რა არის კლუბური ნარკოტიკი და აქვს თუ არა მას უკუჩვენება?

მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკი მსუბუქი არ არსებობს. ჩვენს თავის ტვინში, ნერვულ უჯრედთან კონტაქტობს და ფუნქციონირებს ნეირომედიატორის საშუალებით. ინფორმაცია ნეირონიდან ნეირონზე გადადის სინაფსში ნივთიერების გამოყოფით. მაგალითად, ერთ-ერთ ნივთიერებას ქვია დოფამინი. კლუბური ნარკოტიკი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას. კლუბური ნარკოტიკები შედიან ამფეტამინების ჯგუფში და მათგან ყველაზე გავრცელებულია ექსტაზი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ძვრებს იწვევს თავის ტვინში ნარკოტიკი, რომ ჩვენს სინაფსურ ტერმინალებში, ანუ ნეირონისა და ნეირონს შორის კავშირის ადგილში გროვდება დოფამინი. როგორ შეიძლება ამას ზერელედ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკს არ მიეკუთვნება. ეს იმდენად პოლიფუნქციური გავლენაა, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე თავის ტვინით ვიმართებით, როგორ შეიძლება არაფერად ჩავაგდოთ. გარდა დოფამინისა, არის სეროტონინი, მას უფრო იცნობენ როგორც სიხარულისა და ბედნირების ჰორმონს. არის ოქსიტოცინი, მაგალითად შვილები ოქსიტოცინით გვიყვარს. ვიღვიძებთ დოფამინით, სიამოვნების განცდა სეროტონინითა და დოფამინით გვაქვს. სწორედ მათი სტიმულირება ხდება ამფეტამინების გამოყოფის საშუალებით. სხვადასხვა გზებით, სეროტინის, დოფამინის, სეროტონინის დაგროვება იწვევს ჩვენში ეიფორიას, შიშის არ არსებობას, გახსნილობას, აღარ გვაქვს პიროვნებათა შორის ინტერაქციის პრობლემა, ყველას ვედნობით, ითრგუნება ჩვენი ეგო, პიროვნება. ხომ გესმით, რა სიღრმისეულ ძვრებზე ვსაუბრობთ.

რა ხდება შეგრძნებების გავლის შემდეგ?

მერე იწყება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთში მიმავალი კიბე, რომლის საფეხურიდან საფეხურზე ადამიანის ტანჯვაა. ეს საშინელებაა და დიდი ზიანია თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის. ხდება სრული პიროვნული დეზადაპტაცია. ადამიანს აღარ შესწევს ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას მუდმივად გარეგანი სტიმულირება სჭირდება. თუმცა, სტიმულირების შედეგადაც ვეღარ არის ადამიანი ადეკვატური. ჩვენ გარკვეული ჰომეოსტაზით, ჩვენი ნეირომედიატორების თანაფარდობით ვიბადებით, რომელიც ჩვენი ნორმალური აღქმის პროცესებში მონაწილეობს. აქ ჰომეოსტაზი ირღვევა. ადამიანს აღარ შეუძლია მამობა, დედობა, ქრმობა, ცოლობა - იღვევა სოციალიზაციის ყველანაირი ხარისხი.



რა გამოსავალი არსებობს ამ დროს და როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნარკოტიკების მოხმარებას? 

სქემა იმუშავებს იდეალურად და შეუცდომლად, თუ არსებობს ადამიანის მონდომება, მთავარი ეს არის. თავმოყვარეობის შემლახველია რაიმეზე დამოკიდებულება, რაიმის მანია. არაჩვეულებრივი სიტყვაა თავისუფლება. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი გარეშე მასტიმულირებელი ნივთიერება იმისათვის, რომ ჰქონდეს სიამოვნების, სევდის ან ბედნიერების განცდა, ამიტომაც არის ის ადამიანი. ჩვენ ვიბადებით სრულყოფილები, ჩვენ თავად გვაქვს ენდოგენური ოპიატები, ენდორფინები, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებები. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაზე მოვევლინეთ სიამოვნებისთვისაც ჩადებული პაკეტით, ცოდნისთვის, წინსვლისთვის, ტრაგედიისთვის ჩადებული პაკეტებით. ამას უნდა ვიცავდეთ და არ უნდა ვსპობდეთ. სქემის მწვერვალზე დგას პიროვნება და მისი მონდომება. ამის შემდეგ კი ჩვენც შეგვიძლია გამოვადგეთ ადამიანებს. არსებობს მთლიანად მოძღვრება ამ თემაზე - ნარკოლოგია. არსებობს ბევრი მანიპულაცია, ინექციები, პრეპარატები, სარებილიტაციო ღონისძიებები. დიდი არსენალი გვაქვს საშინელი მტერის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/2018-05-23-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]

 
                    [post_title] => „კლუბური ნარკოტიკი და მარიხუანა არის გზა ჯოჯოხეთისკენ" - ექიმი-ნევროლოგი მსუბუქი ნარკოტიკის საშიშ მხარეებზე
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => kluburi-narkotiki-da-marikhuana-aris-gza-jojokhetisken-eqimi-nevrologi-msubuqi-narkotikis-sashish-mkhareebze
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-05-24 15:38:19
                    [post_modified_gmt] => 2018-05-24 11:38:19
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=246311
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 243534
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-17 14:40:15
                    [post_date_gmt] => 2018-05-17 10:40:15
                    [post_content] => რა გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები ზაფხულში და როგორ მოვემზადოთ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთის, როგორ დავიცვათ პატარები ნაწლავური ინფექციებისგან და როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რა ასაკიდან მივცეთ პატარებს ახალი ხილი და რა სიფრთხილე გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროდუქტების მომზდებისას – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრებრა.

გადაცემის მსვლელობისას ცნობილი ექიმის მისამართით ბევრი სამადლობელი წერილი და თბილი მესიჯი მოვიდა.



ბატონო ნუგზარ, ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ენტეროვირუსები, თუმცა, ვიცით, რომ ეს არასწორია. რითია განპირობებული, რატომ ჩნდება ზაფხულში ეს პრობლემა და შეგვიძლია თუ არა გარდამავალ სეზონზე ნაწლავური ინფექციების  პრევენცია მოვახდინოთ?

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ თქვენს გადაცემაში სტუმრად. მალე ზაფხული დადგება, რომელიც საქართველოში ცხელია ხოლმე და შესაბამისად, იქნება ცხელი დღეებისგან გამოწვეული სამედიცინო პრობლემები. როგორ უნდა მოვემზადოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ თბილისში, რაიონსა თუ თუნდაც საზღვარგარეთ.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: არ უნდა დავარღვიოთ ის სტანდარტული რეჟიმი, რითიც ვკვებავთ პატარებს. მათი რაციონი მაღალი სანიტარული ნორმებით უნდა იყოს მომზადებული. ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური ინფექციის შემცირებას განაპირობებს როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესი ინფექცია სწორედ როტავირუსია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზული პროექტი განახორციელა და უკვე რამდენიმე წელია, უფასოდ ტარდება ეს აცრა. ეს ნიშნავს, რომ როტავირუსული ნაწლავური ინფექციები მკვეთრად შემცირდება. წინათ, დიარეით მიმდინარე დაავადებების 37%-ს როტავირუსი იწვევდა. განვითარებულ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყეს როტავირუსზე აცრა და მან უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, წამოიწია ნოროვირუსმა. არ არსებობს ენტეროვირუსები, რომლებიც იწვევენ დიარეით მიმდინარე დაავადებას. ანუ, ენტეროვირუსი საერთოდ არ იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას. ენტერონ - არის ნაწლავი, ალბათ ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ნაწლავის ვირუსია. ნაცვლად ამისა, უნდა ვთქვათ - ჩემს შვილს აქვს ნაწლავური, ვირუსული ხასიათის ინფექცია, ან ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული ინფექციების გარდა, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს დიზენტერია, სალმონელოზი, ნაწლავის ჩხირი და სხვა.
როგორ მოვიქცეთ პირველი ნიშნების გამოვლენისას? ნაწლავური ინფექცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მისი ნიშნებია - გულისრევა, დიარეა, ანუ ნაწლავთა მოქმედების გახშირება. სამჯერ და მეტჯერ ნაწლავის მოქედება უკვე დიარეად განიხილება, მაგრამ არა ახალშობილებში. ასევე, შეიძლება ახლდეს ცხელებაც. სანამ ექიმთან მიხვალთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ პერორალური რეჰიდრატაცია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა მიეცეს ის სითხე, რომელსაც ის კარგავს ან ღებინებით, ან ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. ეს შეიძლება იყოს წყალი, იდეალურია ელექტროლიტების პაკეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვმა, ერთი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 100 მლ. წყალი. 2 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვმა, ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 200 მლ. წყალი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციას აძლევს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ განვითარებული, კულტურული ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ელექტროლიტების ნარევი.
რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად მიდრეკილი ამ ინფექციისკენ და თუ არის შესაძლებელი როგორმე დავიცვათ ბავშვები მისგან? რთული სამედიცინო კითხვაა. საერთოდ, დაავადებას განაპირობებს მემკვიდრული განწყობა. როდესაც მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე ვსაუბრობთ, ის სერიოზული დაავადებების რიგს მიეკუთვნება. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მსოფლიოში სასუნთქი სისტემის ინფექციების შემდეგ, მწვავე ნაწლავური ინფექცია ფატალურობის კუთხით მეორე ადგილზე დგას. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი არ არის. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია არის სწორედ როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია ასევე არის სუფთა სასმელი წყალი, ელემენტარული სანიტარულ ჰიგიენური ნორმებისა და იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. როდესაც ზაფხულში ვამზადებთ საკვებს, განცალკევებული უნდა იყოს უმი და მოხარშული მზა საკვები. თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული ხორცი, ბოსტნეული. ხშირად მინახავს ზღვის სანაპიროზე, როგორ მიირთმევს საკვებს წყლიდან ამოსული ადამიანი. თითქოს მარტივი რეკომენდაცია ხელების დაბანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, პირველი პრევენციაა მწვავე ნაწლავური ინფექციისათვის. მაცივარში ნებისმიერი პროდუქტი +5 გრადუსზე უნდა შევინახოთ. მშობლები ხშირად ჩქარობენ, ბავშვს ესა თუ ის ხილი გაასინჯონ. უნდა მივირთვათ ნებისმიერი ხილი, მაგრამ უმჯობესია, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილი მივიღოთ. სასტიკად იკრძალება, გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილის შეძენა. ის ჰაერი გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული, ხილის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებები შედის და ხდება ხილისგან მოწამვლა. ცალკე მინდა ვისაუბრო მარწყვზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს. ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი - ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას. თუ ჩვენ ბავშთა კვების რაციონში 2 წლამდე ვზღუდავთ შაქარს, მაშინ რა სახით ტკბილეული შეიძლება მას შევთავაზოთ? ჩემი მდიდარი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ტკბილეული იმ ფასად, რა ფასადაც ის იყიდება, არ შეიძლება იყოს სასარგებლო ბავშვისთვის. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება არავითარი შოკოლადი, მითუმეტეს საქართველოში, თუ არ არის ეტიკეტზე ასაკობრივი შეფასება მითითებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკვების დაძალება კატეგორიულად იკრძალება. შეგვიძლია გავარკვიოთ მიზეზები, რატომ არ ჭამს, რატომ აქვს დაბალი ჰემოგლობინი და ა.შ. ზაფხულში ბავშვები ცოტას ჭამენ, მაგრამ ინტენსიურად იზრდებიან. ხილი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ არ დავაძალოთ. ბავშვი რაციონალურ საკვებს უნდა იღებდეს, უნდა იყოს კარგად ადუღებული რძე და ვარგისიანი რძის პროდუქტები, უნდა მიიღოს ხორცპროდუქტები. რეკომენდაციები, რომლებიც ეხება დასვენებას. აქაც ბევრი მოსაზრება არსებობს - ღირს თუ არა ზღვაზე ბავშვის დასვენება და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ? რეკომენდაცია ერთია და მშობლის შესაძლებლობა მეორე. შესაძლოა ოჯახს სურდეს კეთილმოწყობილ კურორტზე დაასვენოს ბავშვი, მაგრამ ვერ ახერხებდეს. ზოგიერთი დაისვენებს საქართველოში, ზოგიერთი კი მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე - ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ის არის, როგორ მოვიქცევით. არ უნდა მივიღოთ ის საკვები, რაც აქამდე არ გამისინჯავს ჩემს ქვეყანაში. შესაძლოა კვებისმიერი ალერგია გამოვლინდეს. უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხელები უნდა დაიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით სანამ საკვებს მოამზადებთ. ბატონო ნუგზარ, როდესაც დავაანონსეთ, რომ  თქვენ იქნებოდით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბევრი თბილი წერილი მოვიდა თქვენი მისამართით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პირდაპირ ეთერში ვერ წავიკითხავ, თუმცა, ამ ორ ადამიანს დავპირდი, რომ მათ მოკითხვას აუცილებლად გადმოგცემდით: ანა მაღრაძე: ბატონი ნუგზარს ბადალი არ ჰყავს, უანგარო, კეთილშობილი, საყვარელი და  პროფესიონალი პროფესორია. ჩემს შვილთაშვილს ელენეს ბატონმა ნუგზარმა აჩუქა სიცოცხლე. მე ვერ გამოვთქვავ იმ უსაზღვრო მადლიერებას, რაც დამსახურებულად ეკუთვნის ბატონ ნუგზარ უბერს ჩვენგან. ბავშვზე გვატყუებდნენ სხვა ექიმები ტუბერკულოზი აქვსო, ბატონი ნუგზარის სწორმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობამ დადებითი შედეგი დაგვიდო. მის ადამიანურ გრძნობასა და გაგებას პატივს ვცემ და ვეთაყვანები. იგი არის ბავშვთა უნიკალური  სპეციალისტი, მე ვერ დავუკარგავ ამ სიკეთეს. რომ არა ბატონი ნუგზარი, შეიძლება უმძიმეს შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით. მე 72 წლის ქალი ვარ და ასეთი გულისხმიერი, უანგარო ექიმი არ მინახავს. მარინა ბენიძე: ბატონი ნუგზარი ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია. მე ტყუპები მყავს. ორივენი ერთად მიმყავდა ხოლმე კონტროლზე. გამომყვებოდა ხოლმე მისაღებში და მიმღებს აფრთხილებდა. ამათგან ორის მომსახურება არ აიღოთ. ერთი აიღეთო. დღეს ორი ტყუპის გაზრდა გმირობააო. არ არსებობს ამ კაცისთვის სამუშაო საათები... ღამის საათებშიც შეგვიწუხებია და რჩევა მოუცია. ალბათ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა... [gallery columns="4" link="file" ids="243550,243552,243553,243551"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/ekimebi-nugzar-uberi.mp3"][/audio]             [post_title] => მარწყვი, საშიში პროდუქტი – როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => marwyvi-sashishi-produqti-rogor-davicvat-bavshvebi-zafkhulshi-nawlavuri-infeqciebisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-17 14:40:25 [post_modified_gmt] => 2018-05-17 10:40:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=243534 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 240838 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-10 14:40:11 [post_date_gmt] => 2018-05-10 10:40:11 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მშობლების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს დაეთმო. რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი, როდის არის საგანგაშო ახალშობილთა სიყვითლე,  საჭიროა თუ არა კოლიკის დროს გაზგამყვანი მილი და მედიკამენტები, როდის უნდა დაჯდეს, როდის უნდა ხოხავდეს ბავშვი. რეკომენდებულია თუ არა ჭოჭინა და სუპინატორიანი ფეხსაცმელი. ასევე, რაზე მიუთითებს არათანაბარი ნაკეცები ფეხებზე, რა უნდა ვიცოდეთ პალმის ზეთის, კალცის, ვიტამინი D-სა და ხშირი ოფლიანობის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“. ქალბატონო ინგა, რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი? ახალშობილობის პერიოდი არის დაბადებდან 28 დღის ჩათვლით. ახალშობილის ერთ-ერთი სასაუბრო ენა არის ტირილი. ის ასე შედის კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან, ცდილობს მუცლად ყოფნის შემდეგ ახალ გარემოში გაიაროს ადაპტაცია. ის დედასთან ურთიერთობის დაბრუნებას ცდილობს და ეს ბუნებრივი კვების საშუალებით ხდება. ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვებს უფრო მეტად მარცხენა ძუძუ უყვართ, იმიტომ რომ ის გულთან ახლოს არის. ბავშვები ტირიან და მუდმივად საკვებს ითხოვენ, ამიტომ ისინი კვების თავისუფალ რეჟიმზე არიან. მან მაშინ უნდა მიიღოს ძუძუთი კვება, როდესაც ტირის. თუ ეს ბავშვს არ ამშვიდებს, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ძალიან ხშირად, პედიატრები შეცდომას ვუშვებთ და ვნიშნავთ დამატებით კვებას. ვფიქრობთ, რომ არ ყოფნის ბუნებრივი კვება და საჭიროა ხელოვნური ნარევის დამატება. წესით, ერთი თვის ასაკში ბავშვი უნდა აიწონოს და თუ ნამატი აქვს, ხელოვნური საკვების დამატება მას არ სჭირდება. დროთა განმავლობაში, ბავშვი სწავლობს, როგორ შეატყობინოს დედას, თუ რა სურს მას. დედა თვითონ ხვდება რა უნდა ბავშვს.
  • ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ტკივილი, კოლიკა, ბავშვები ძალიან სწრაფად წოვენ და ამას მოყვება აეროფაგია, ანუ ჰაერის ყლაპვა, რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. აქ ჩვენ სხვადასხვა სახის საშუალებებს ვაწვდით ბავშვს და ეს ყველაფერი უშედეგოა, რადგან არ აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული ფუნქცია და ა.შ.
  • ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ხალხმრავლობის მიმართ, თუკი საფენი აქვს სველი, ან სცივა, ის წუხს. თუკი ხელებს და ცხვირს მოუსინჯავენ და ფიქრობენ, რომ ბავშვს სცივა, ასე არ არის. ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ აღმატებოდეს. აგვისტოში ახალშობილს ფეხზე შალის წინდა არ უნდა ჩააცვათ. მყავდა ასეთი პაციიენტი, რომელიც მკბენარა შალის წინდის გამო დღე და ღამე ტიროდა.
  • ხშირად ბავშვი რაღაცას ითხოვს, ბეზრდება წოლა და როგორც კი მას მშობელი აიყვანს ხელში აიყვანს და გულზე მიიკრავს, წყნარდება. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ხელში აყვანას მიეჩვევა დაა ეს ცუდია, ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ სიყვარულის გადაცემაა და კანის კანთან ურთიერთობის მეთოდი არაჩვეულებრივია.
  • უკანასკნელ პერიოდში ძალიან სერიუზულად საუბრობენ რქოვანას ეროზიაზე, ეს ძალიან მტკივნეულია. მყავდა პაცინტი, 1 თვის ბავშვი, რომლიც განუწყვეტლივ ტიროდა სწორედ ამ მიზეზით. ბავშვს შესაძლოა სტკიოდეს ყური, მოხდეს საკვების გადაცდენა. და ბოლოს, შეიძლება ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ითხოვდეს ყურადღებას.
თუმცა, მაინც ახალშობილებში კოლიკა არის წამყვანი ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება გამოიხატოს ტირილში. სამ თვემდე რა საშუალებებიც არ უნდა იხმაროთ, უშედეგო იქნება. ხშირად მეცოდებიან კიდეც მშობლები, ცვლიან ამ მედიკამენტებს... სახლში დახმარების აღმოჩენა ბევრად უფრო ეფექტრურია ხოლმე: მშობლების თანდასწრებთ ცოტა ხნით მუცელზე დაწვენა, გარკვეული პოზის მიცემა, მუცლის შეთბობა, მაგალითად ფენის თბილი ნაკადის მიშვერით მომენტალურად იხსნება კოლიკა და ბავშვი გამოყოფს გაზებს. მე არ ვურჩევ მშობლებს ხშირად გაზგამყვანი მილის ჩადგმას, იმიტომ, რომ ბავშვი არ მიეჩვიოს ამ დახმარებს, მან თვითონ უნდა შეძლოს იმ პრობლემებთან გამკლავება რაც მას ტკივილს ანიჭებს. როდის არის ახალშობილთა სიყვითლე საგანგაშო? პირველ რიგში გეტყვით, რომ ფიზიოლოგიური სიყვითლე ემართება ახალშობილთა 50%-ს. ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს ყვითლდება. ამისი მიზეზი ის არის, რომ დედისგან მიღებული ერითროციტები, რომლებიც ტრანსპლაცენტარული გზით გადაეცემოდა, როდესაც გადაიჭრება ჭიპლარი, ამდენი ერითროციტი უბრალოდ აღარ არის საჭირო და ისინი იწყებენ დაშლას, გამოიყოფა ჰემოგლობინი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა არაპირდაპირი ბილირუბინი. არაპირდაპირი ბილირუბინი ეს არის ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც უნდა გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ფერმენტი გლუკონორიუმ ტრასფერანზა, რომელიც არაპირდაპირ ბილირუბინს ღვიძლში გადაიტანს და აქ ხდება მისი გარდაქმნა არაპირდაპირ ბილირუბინად. ბოლოს, ის განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ბავშვი იბადება ფიზოლოგიური სიყვითლით, ჯერ ღვიძლის ფუნქცია, ფერმენტული ფუნქცია  მოუმწიფებელია და ამიტომაც ყვითლდება ბავშვი. ასეთ ბავშვს ვაკვირდებით, ეს იწყება მეორე-მესამე დღეს და 2 კვირაში ბავშვი თავის ფერს იბრუნებს. თუ სიყვითლე პირველ 24 საათში წარმოიქმნა, თუ სიყვითლე ინტენსიურიაა, თუ ბავშვი ზაფრანას ფერია, ბილირუბინი ძალიან მაღალია, არის ჯგუფური, ან რეზუს შეუთავსებლობა და არის სხვა თანდაყოლილი სინდრომები ეს უკვე ყურადღესაბია. ბილირუბინი არის ცხიმში ხსნადი და მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაააღწიოს და გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათია. ეს კი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშია. ნებისმიერი სიყვითლე ექიმმა უნდა შეაფასოს. არსებობს ასევე კონიუგაციური სიყვითლე, რომელიც ერთ თვემდე ლაგდება ხოლმე. ფიზიოლოგიური სიყვითლე აბსოლუტირად არ არის საშიში, ისევე როგორც ფიზიოლოგიური კლება. ბავშვს აქვს უფლება დაიკლოს თავისი წონის 10%. ბავშვი გამოყოფს შარდს, განავალს, ის სუნთქავს და მის შედეგად სითხე ორთქლდება. მეათე დღისთვის ბავშვი სრულად იბრუნებს თავის წონას. პირველ თვეში სასურველია ბავშვმა მოიმატოს 600 გრამი. ნორმაა თუ არა ღებინება ახალშობილებში? არიან ბავშვები რომლებიც ძალიან სწრაფად ჭამენ. ამას ახლავს აეროფაგია, იყლაპება ჰაერი და ამოქარვების პროცესში, მოყვება ხოლმე საკვებიც. ბავშვმა მცირე რაოდენობა უნდა ამოაყოლოს ჰაერს. შესაძლოა ზედმეტი რაოდენობით მიიღო საკვები და ეს უნდა ამოღოს რა თქმა უნდა. მაგრამ ამასაც თავისი ტიპები აქვს. თუ ღებინებას ჩანჩქერისებული ფორმა აქვს, დიფერენცირება უნდა მოხდეს და მივაქციოთ ყურადღება. თუ ბავშვს ხშირი ღებინება აქვს და წონაში მატება კარგია, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც საკვები საყლაპავ მილში ამოისროლება და ის ხვდება სასუნთქ გზებში, ამ დროს ბავშვებს ეწყებათ ხველა და ბავშვებს სხვადასხვა სპეციალისტებთან დაარბენინებენ, სინამდვილეში კი, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ღებინება, სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის საშიში, თუმცა რა თქმა უნდა კონსულტაცია უნაა გაიაროთ სპეციალისტთან. როდის უნდა დაჯდეს ბავშვი, უნდა ხოხავდეს თუ არა ის, რატომ აღარ არის საჭირო ჭოჭინა და ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა სუპინატორიანი ფეხსსაცმელი? ძალიან ხშირად სვამენ ამ კითხვებს მშობლები. დაჯდომა არის ევოლუცია, ის უნდა დაჯდეს მაშინ, როდესაც ცდილობს, რომ წამოჯდეს. ეს 4-5 თვის ასაკიდან ხდება. კომუნისტების პერიოდში მიიჩნეოდა, რომ ბავშვი 6 თვიდან უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს მიდგომები შეიცვალა. რაც შეიძლება ხოხვას - მას თუ უნდა იხოხავს, თუ უნდა პირდაპირ გაივლის. ბავშვი გაივლის მაშინ, როდესაც უნდა გაიაროს და ხოხვა მას ხელს არ შეუშლის. ნუ ეცდებით, რომ ის ფეხზე წამოაყენოთ. იხოხოს წინ, უკან - ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ჭოჭინას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ის საერთოდ აკრძალულია. ბავშვის ძვალსახსროვაანი სისტემა განიცდის ცვლილებებს და მეორე და სერიოზული მიზეზი, ბავშვის ტრამვატიზაციაა. როდესაც ბავშვი ჭოჭინაშია, მშობელი ადუნებს ყურადღებას და მან შეიძლება რაიმე დაიზიანოს. მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ჭოჭინაში მყოფმა ბავშვმა მდუღარე ჩაიდანი გადაისხა. როდესაც ცდილობთ ბავშვი ჩასვათ ჭოჭინაში, კენგურუში, ან სარტყელი გაუკეთოთ, გავიაროთ კონსულტაცია ორთოპედთან. ეს არის ძვალ-სახსროვანი დაავადებების საუკუნე და წლამდე ბავშვმა სამჯერ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია ორთოპედთან. რაც შეეხება სუპინატორს, ის ორთოპედიული დანამატია და ამას ორთოპედი არჩევს. ბრტყელტერფიანობა არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი. ტერფის სრული ჩამოყალიბება 6-7 წლის ასაკში ხდება. ბავშვის კარგი ბრენდის ფეხსაცმელი ფეხს კარგად უფიქსირებს. არსებობს თხელი ლითონის კამარა, რომელიც ფეხსაცმლის ძირს მიყვება, ასეთ ფეხსაცმელს თავად მშობლები არჩევენ. თუ საჭიროა სპეციალური ორთოპედიული სუპინატორი, ამას ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით არჩევს ორთოპედი. როდესაც ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს, უნდა ვეცადოთ, ის კოჭზე კარგად იყოს მომდგარი და იყოს რბილი ტყავის. მშობლებს მინდა ვთხოვო, ნუ ჩააცმევთ სხვის ნახმარ ფეხსაცმელს, რადგან მას უკვე დეფორმაცია აქვს მიღებული. ცუდი სუნი პირში - რას უკავშირდება ის? სუნი პირიდან - ყველა ადამიანს აქვს, განსაკუთრებით დილას. ის რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და ამიტომ აქვს სუნი, ეს მითია. სუნი პირიდან შეინიშება მაშინ, ნუშისებური ჯირკვლების გაწოვა ხდება, როდესაც სუნთქავს პირით და ლორწოვანების გამოშრობა ხდება, თუ ბავშვს ცხვირ-ხახის ინფექცია აქვს და ბაქტერიები ენის უკანა ნაწილზე ილექება. როგორც კი ბავშვს კბილებს გამოვუწმენდთ და ენას გამოვხეხავთ, სუნიც გაქრება. ზოგჯერ კუჭის კარდიალური სპინქტერი ცოტას აგვიანებს ხოლმე დახურვას და შესაძლოა ამოკრავდეს სუნი. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს. შავი ნადები კბილებზე - რატომ ჩნდება და რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ძალიან ბევრი ბავშვია კბილებზე შავი ლაქებით. მშობლებს ეშინიათ, რომ ბავშვებს კარიესი დაეწყოთ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლებისა და ბაქტერიების შენაერთი. ეს მარტივად მოშორებადია, არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, მცირე რაოდენობის სოდას ამატებენ და თავადაც წმენდენ მშობლები. ვიტამინებზე და კალცზე მინდა ვსაუბროთ... არის თუ არა შემთხვევები, როდესაც D ვიტამინი საერთოდ არ არის საჭირო... ამ უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში სამჯერ ზედიზედ მომიწია D ვიტამინის სისხლში განსაზღვრა და აღმოჩნდა, რომ მათ D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. როდესაც ანამნეზი გამოვიკითხე, ეს ის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ მიუღიათ დაბადებიდან D ვიტამინი. მე მაგალითად, პოლივიტამინების მომხრე არ ვარ, ამას თავისი ჩვენება აქვს. ბავშვს, რომელიც ბალანსირებულად იკვებება, მას ვიტამენების დამატებით მიცემა არ სჭირდება. კალცს წლამდე ასაკის ბავშვებში არავინ ნიშნავს. კალცის უტილიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა D ვიტამინი. თუ არის რაიმე ჩივილი, ეჭვი გვაქვსს ჰიპოკალცემიაზე, შეგვიძლია ანალიზის ჩატარების შედეგად დავნიშნოთ კალციუმი. D3 ვიტამინის ნაკლებობას ახლავს ოფლიანობა... ძალიან იმატა ჰიპერქტიული ბავშვების რაოდენობამ. ეს დამახასიათებელია ემოციური, რთული, ცელქი ბავშვებისთვის. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით, ინტრავენტები არიან. ან თუ გამოხატავენ ემოციას, ამას მთელი სიმძაფრიდ აკეთებენ. ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩაძინება და არც ძილში არიან მშვიდები. შესაძლოა,  ეს გენეტიკურიც იყოს. მანის ფაფა - რამდენად არის ის რეკომენდებული, ან რატომ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან? წლამდე ასაკამდე საერთოდ არ არის მანის ფაფის მიცემა ბავშვისთვის სასურველი. მანანის ბურღული არის ძალიან წვრილად დაფქვილი ხორბალი, რომლის ძირითად ნაწილს სახამებელი და ნახშირწყალი წარმოადგენს, რა თქმა უნდა შედის სხვადასხვა ვიტამინიც, მას გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს, თუმცა ბავშვებში რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ მანის ფაფის მიცემა ბავშვებისთვის. პირველი - მასში შედის ფიტინი, ეს არის კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის  უხსნადი შენაერთი, რომელიც ხელს უშლის ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ის შეიცავს გლუტენს, შესაძლოა იყოს ალერგიული. წლის შემდეგ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებს მანის ფაფა. ძალიან შეშფოთებულები არიან მშობლები პალმის ზეთით... თავისთავად პალმის ზეთი ცუდი არ არის, უბრალოდ მეწარმეები ცუდ პალმიტატს იყენებენ. პალმის ზეთის სიკარგე განისაზღვრება ზეჟანგური ჟანგვის რიცხვით და ის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ის, რასაც ჩვენ მოვიხმართ, 10%-ს აღემატება. პალმის ზეთი იხმარება ყველგან, სადაც ეტიკეტზე მცენარეული ზეთია მითითებული. ის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას უწყობს ხელს და წარმოადგენს კარცეროგენს. ვეცადოთ, ისეთი პროდუქტები შევიძინოთ, რომლებიც არის პალმის ზეთის გარეშე. პალმის ზეთისთვის დამახასიათებელია ყაბზობა და ის შედის ნაყინში, შოკოლადებსა და სხვადასხვა ტკბილეულში. როგორია თქვენი მოსაზება ფეხებზე არათანაბარ ნაკეცებთან დაკავშირებით ? ის რომ, არათანაბარი ნაოჭები რაიმე ძვლოვან პათოლოგიაზე მიუთითებს, ეს მითია. თუმცა, შეიძლება იყოს სიმპტომი და საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვი ორთოპედს. [gallery columns="4" link="file" ids="240860,240861,240862,240863"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/inga-mamuchishvili.mp3"][/audio]   [post_title] => ტირილი, კოლიკა, ჭოჭინა და პალმის ზეთი - ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tirili-kolika-chochina-da-palmis-zeti-inga-mamuchishvilis-rekomendaciebi-mshoblebis-mier-yvelaze-khshirad-dasmul-shekitkhvebze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-10 16:54:04 [post_modified_gmt] => 2018-05-10 12:54:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=240838 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 246311 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-24 14:54:07 [post_date_gmt] => 2018-05-24 10:54:07 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE უსაფრთხოა თუ არა მარიხუანა, იწვევს თუ არა ის შეჩევავს და შესაძლოა თუ არა მარიხუანას მოხმარება  გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. არსებობს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკი და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთწოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფის ექიმმა-ნევროლოგმა, ირინა ურუშაძემ უსაბრა. საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მარიხუანა არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, ან არ იწვევს მიჩვევას, არ იწვევს დამოკიდებულებას - ასეა თუ არა ეს? ვეცდები ისე ვისაუბრო, რომ არც პროპაგანდა გამომივიდეს და არც გავამწვავო საკითხი. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? მაგალითად ავიღოთ ღალატი - არსებობს მსუბუქი ღალატი და მძიმე ღალატი? ქალბატონი, რომელსაც მეუღლე ჰყავს, შეიძლება თუ არა სხვა მამაკაცს გაჰყვეს რესტორანში, აკოცოს, ეცეკვოს, მსუბუქი ფლირტი აწარმოოს და დაბრუნდეს სახლში? ყველასთვის საშინელებაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე ჰყავს და სხვა სექსუალურ პარტნიორს გაიჩენს. რატომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია - მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ცნების არსებობა მე არასწორად  მიმაჩნია. ნარკოტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხსნის გზას. ამას რომ დაუშვებ, ამას რომ მიიღებ, მერე გიჩნდება ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი. მე ემოციის დონეზე მოტივაციებზე ვსაუბრობ, თუმცა რასაკვირველია მსუბუქი ნარკოტიკის ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჩნდება ტოლერანტობა და შემდეგ დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მოსასპობად კი აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნილება მძიმე ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ, მგონია, რომ ამ ნივთირებების „მსუბუქად“ და „მძიმედ“ დაყოფა არასწორია. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს ანდაზა ქართულად, თუმცა ზუსტად შეესაბამება - „Игра не стоит свеч“. ჩვენ ისეთ ცუდ შედეგებს მივიღებთ, რომ ის მცირე სამედიცინო ეფექტები ამად ნამდვილად არ ღირს. კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ამბობენ, რომ ზომიერად მოხმარებული მარიხუანა ზიანის მომტანი არ არის, უფრო მეტიც, ის ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს... შეუძლია თუ არა მარიხუანამ მართლაც მოახდინოს რაიმე დადებითი გავლენა ორგანიზმზე? მარიხუანა არის მცენარე, რომლის ლათინური სახელწოდებაა Cannabis sativa. ყლორტებისგან ზეთი კეთდება, ფოთლები კი შრება და მას ინჰალაციის გზით მოიხმარენ - ეს ინფორმაცია საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ეფექტს, ვეცდები გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ნივთიერება კანაბინოიდი, რომელსაც გარკვეულ წილად აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე. საქმე მიდგომებსა და გამოცდილებაშია. თუ ვისაუბრებთ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე, თუნდაც თქვენი ასაკის ადამიანზე, ნატა, შეგვიძლია ჩვენ გაცნობიერებულად მივუდგეთ ამ საკითხს და გარკვეულ წილად დადებითი ეფექტისთვის, ძალიან იშვიათად გამოვიყენოთ და არ გაგვიჩნდეს ტოლერანტობა, შესაბამისად დამოკიდებულება. მაგრამ, რა ვუყოთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, არ აქვთ სამყარო გაცნობიერებული. ამ ადამიანებს ვერ გავაგებინებთ, როგორ მოიხმარონ მარიხუანა. მოზრდილები მოზარდებისგან ჭკუით არ განვსხავდებით, ჩვენ უბრალოდ მეტი გამოცდილება გვაქვს. მე რომ ვიტყვი, რომ მარიხუანას დადებითი ეფექტი აქვს, მოზარდი მხოლოდ იმას გაიგებს, რომ მარიხუანა კარგია. ამას ვუფრთხი, ეს მაფერხებს იმაში, რომ სწორად ჩამოვაყალიბო მარიხუანას დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითი ეფექტები ნამდვილად აქვს. მარიხუანა, კერძოდ ნივთირება კანაბისი, სინაფსის მეშვეობით, თავის ტვინში ააქტიურებს ნერვული იმპულსის გადაცემას, ახდენს მისი ორმხრივი პარალელური ნაკადებით მოძრაობა-მიმოსვლას. ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტს, გუნება-განწყობილებას, ააქტიურებს მადას, ადამიანი ხდება ოპტიმისტი, მას მეტი შეუძლია, ვიდრე ამის გარეშე. იგივე ონკლოგიის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ემოციურ დონეზე აქვს ეფექტი, აქვს ის თვისებებიც, რომელიც ამ საშინელ მოვლენას, რომელსაც აპოპტოზი ქვია, გარკვეულ წილად აფერხებს. აპოპტოზი არის უჯრედში თანდაყოლილად ჩადებული საკუთარი თავის სუიციდური პროგრამა, ეს ნევროლოგიაში ძალიან საინტერესო საკითხია. ეს მექანიზმი წამყვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. კვდება უჯრედები, მარიხუანა კი გარკვეულ წილად, გარკვეულ ეტაპებზე კვდომის პროცესებს აფერხებს. თქვენ აღნიშნეთ დადებითი ეფექტები და თქვით, რომ აქ ზომიერების აღქმის პრობლემაა, რასაც მოზარდები ვერ ახერხებენ. ფრაზა - „არ არის ცუდი“, მათში სხვაგავარდ მუშავდება. შეგვიძლია თუ არა ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები, რაც შეიძლება მარხუანას არაზმომიერმა, სისტემატიურმა მოხმარებამ გამოიწვიოს? მარიხუანას ორგანიზმზე აქვს ობიექტური და სუბიექტური მოქმედება. სუბიექტური სიმპტომებია ზუსტად ემოციური ტალღა, ობიექტურ სიმპტომებში კი მისი გავლენა იგულისხმება სხვადასხვა ორგანოებზე. ყველაფერს მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ცდომილი ნერვი და მისი ბოჭკოები ყველა შინაგან ორგანოსთან მიდის. ცდომილი ნერვის სტიმულირება გულის ცემის გაიშვიათებას იწვევს. მისი ზოგადი მასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედების გამო, მისი სისტემატური გამოყენება არ მიმაჩნია, რომ სწორია. ორგანიზმს არ შესწევს იმის უნარი, რომ მუდმივად ზეზღურბლოვან აღგზნებაზე ფუნქციონირებდეს, ეს ყოველთვის უარყოფით გავლენას გამოიწვევს. შესაძლებელია თუ არა, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ? რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ აკრძალული, საშინელი და დამღუპველი პროცესებისკენ, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება მოაქვთ. თუნდაც კლუბური ნარკოტიკი, თუნდაც მარიხუანა - ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ. შეიძლება თუ არა მარიხუანას ზომიერმა მოხმარებამაც გამოიწვიოს „ლომკა“ და შეიძლება თუ არა, რომ ზომიერებაშიც დავიკარგოთ? ეს არის ზუსტად ის ერთადერთი უარყოფითი თვისება და აკრძალვა. მეცნიერულ, ნეირობიოლოგიურ დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს არ იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ რადგან ხელოვნური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სინამდვილეში, არ მოუნდება ეს გაიმეოროს, მას ყოველთვის მოუნდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, მის ნერვულ სისტემას ყოველთვის დასჭირდება წახალისება. ეს გადავა ტოლერანტობაში და საბოლოოდ დამოკიდებულებაში. რა არის კლუბური ნარკოტიკი და აქვს თუ არა მას უკუჩვენება? მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკი მსუბუქი არ არსებობს. ჩვენს თავის ტვინში, ნერვულ უჯრედთან კონტაქტობს და ფუნქციონირებს ნეირომედიატორის საშუალებით. ინფორმაცია ნეირონიდან ნეირონზე გადადის სინაფსში ნივთიერების გამოყოფით. მაგალითად, ერთ-ერთ ნივთიერებას ქვია დოფამინი. კლუბური ნარკოტიკი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას. კლუბური ნარკოტიკები შედიან ამფეტამინების ჯგუფში და მათგან ყველაზე გავრცელებულია ექსტაზი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ძვრებს იწვევს თავის ტვინში ნარკოტიკი, რომ ჩვენს სინაფსურ ტერმინალებში, ანუ ნეირონისა და ნეირონს შორის კავშირის ადგილში გროვდება დოფამინი. როგორ შეიძლება ამას ზერელედ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკს არ მიეკუთვნება. ეს იმდენად პოლიფუნქციური გავლენაა, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე თავის ტვინით ვიმართებით, როგორ შეიძლება არაფერად ჩავაგდოთ. გარდა დოფამინისა, არის სეროტონინი, მას უფრო იცნობენ როგორც სიხარულისა და ბედნირების ჰორმონს. არის ოქსიტოცინი, მაგალითად შვილები ოქსიტოცინით გვიყვარს. ვიღვიძებთ დოფამინით, სიამოვნების განცდა სეროტონინითა და დოფამინით გვაქვს. სწორედ მათი სტიმულირება ხდება ამფეტამინების გამოყოფის საშუალებით. სხვადასხვა გზებით, სეროტინის, დოფამინის, სეროტონინის დაგროვება იწვევს ჩვენში ეიფორიას, შიშის არ არსებობას, გახსნილობას, აღარ გვაქვს პიროვნებათა შორის ინტერაქციის პრობლემა, ყველას ვედნობით, ითრგუნება ჩვენი ეგო, პიროვნება. ხომ გესმით, რა სიღრმისეულ ძვრებზე ვსაუბრობთ. რა ხდება შეგრძნებების გავლის შემდეგ? მერე იწყება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთში მიმავალი კიბე, რომლის საფეხურიდან საფეხურზე ადამიანის ტანჯვაა. ეს საშინელებაა და დიდი ზიანია თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის. ხდება სრული პიროვნული დეზადაპტაცია. ადამიანს აღარ შესწევს ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას მუდმივად გარეგანი სტიმულირება სჭირდება. თუმცა, სტიმულირების შედეგადაც ვეღარ არის ადამიანი ადეკვატური. ჩვენ გარკვეული ჰომეოსტაზით, ჩვენი ნეირომედიატორების თანაფარდობით ვიბადებით, რომელიც ჩვენი ნორმალური აღქმის პროცესებში მონაწილეობს. აქ ჰომეოსტაზი ირღვევა. ადამიანს აღარ შეუძლია მამობა, დედობა, ქრმობა, ცოლობა - იღვევა სოციალიზაციის ყველანაირი ხარისხი. რა გამოსავალი არსებობს ამ დროს და როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნარკოტიკების მოხმარებას?  სქემა იმუშავებს იდეალურად და შეუცდომლად, თუ არსებობს ადამიანის მონდომება, მთავარი ეს არის. თავმოყვარეობის შემლახველია რაიმეზე დამოკიდებულება, რაიმის მანია. არაჩვეულებრივი სიტყვაა თავისუფლება. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი გარეშე მასტიმულირებელი ნივთიერება იმისათვის, რომ ჰქონდეს სიამოვნების, სევდის ან ბედნიერების განცდა, ამიტომაც არის ის ადამიანი. ჩვენ ვიბადებით სრულყოფილები, ჩვენ თავად გვაქვს ენდოგენური ოპიატები, ენდორფინები, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებები. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაზე მოვევლინეთ სიამოვნებისთვისაც ჩადებული პაკეტით, ცოდნისთვის, წინსვლისთვის, ტრაგედიისთვის ჩადებული პაკეტებით. ამას უნდა ვიცავდეთ და არ უნდა ვსპობდეთ. სქემის მწვერვალზე დგას პიროვნება და მისი მონდომება. ამის შემდეგ კი ჩვენც შეგვიძლია გამოვადგეთ ადამიანებს. არსებობს მთლიანად მოძღვრება ამ თემაზე - ნარკოლოგია. არსებობს ბევრი მანიპულაცია, ინექციები, პრეპარატები, სარებილიტაციო ღონისძიებები. დიდი არსენალი გვაქვს საშინელი მტერის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/2018-05-23-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]   [post_title] => „კლუბური ნარკოტიკი და მარიხუანა არის გზა ჯოჯოხეთისკენ" - ექიმი-ნევროლოგი მსუბუქი ნარკოტიკის საშიშ მხარეებზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kluburi-narkotiki-da-marikhuana-aris-gza-jojokhetisken-eqimi-nevrologi-msubuqi-narkotikis-sashish-mkhareebze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-24 15:38:19 [post_modified_gmt] => 2018-05-24 11:38:19 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=246311 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 71 [max_num_pages] => 24 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 2927911f98483d5a135052ebfa87db44 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები