LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა კვალიაშვილი: „სასიამოვნოა, როცა მეუღლე მეუბნება, რომ კარგ ფორმაში ვარ…“

64

ნუკა კვალიაშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში ორი ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მომღერალი ვარჯიშის შედეგად საკმაოდ კარგ შედეგს აღწევს. შესანიშნავ ფორმაშია და ამისთვის კვირაში ხუთი დღე ვარჯიშობს, შაბათ-კვირას კი ისვენებს, რადგან ძიძა არ ჰყავს და ამ დღეებში შვილი მთელი დღე მასთან ერთადაა.

ნუკა კვალიაშვილი:

მშობიარობის შემდეგ ზედმეტი რაღაცები მოვიშორე. სარკაზმულად ნამდვილად არ დამიდია. ჩემი პრესი ჯერ კიდევ არ არის იდეალურ მდგომარეობაში. ხელების ფოტოც დავდე და ვფიქრობ, რომ ზედმეტი ვარჯიში ხელებზე აღარ მჭირდება, რადგან ძალიან მალე მეკვეთება კუნთები (იღიმის).

ამ ეტაპზე არ ვვარჯიშობ. 9 ოქტომბერს დაბადების დღე მქონდა და ჭამას მივეძალე, ახლა ჩემი მეუღლის დაბადების დღე მოდის და შემდეგ დავუბრუნდები ვარჯიშს. ზოგადად, ვვარჯიშობ კვირაში ხუთ დღეს, შაბათ-კვირის გარდა, რადგან ამ დროს ძიძა არ მყავს.

კვების რაციონსაც აკონტროლებ?

სხვანაირად ვარჯიშს აზრი ეკარგება და ყველას მინდა ვურჩიო, თუ შედეგის მიღწევა სურთ, კვების რაციონი აკონტროლონ. მე დიეტას არ ვიცავ, მაგრამ ვიცი რა მასუქებს და შესაბამისად, იმას არ ვჭამ. ჭამა წამიერი სიამოვნებაა, მერე კი ამას მოჰყვება ცხიმი და ქონი, რომლისგანაც ადამიანი რთულად თავისუფლდება. სწორედ ამიტომ, მირჩევნია, წამიერი სიამოვნება მოვიკლო და ფორმაში ვიყო. ზომიერად მივირთმევ საჭმელს, მაქვს ჩემი რაციონი, დილას აუცილებლად გეახლებით ჰერკულესის ფაფას, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და ცხიმების სწორად გადანაწილებას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი რამის თქმა მინდა – როცა ამბობენ, არ მინდა ვარჯიშის დაწყება, რადგან კუნთი დამაჯდებაო, ეს არასწორი მიდგომაა. კუნთის გამოკვეთას ძალიან დიდი ხნის ვარჯიში სჭირდება, ამიტომ ამისი არ უნდა შეგეშინდეთ.

არტისტისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა, რადგან სცენაზე გამოდის…

რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სცენაზე ხშირად მიწევს გამოსვლა (იცინის), ვვარჯიშობ, პირველ რიგში, ჩემი კომფორტისთვის, თვითკმაყოფილების შეგრძნებისთვის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ მეუღლისგან კომპლიმენტებს ვიღებ, განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი კომენტარი, როცა მეუბნება, რომ კარგ ფორმაში ვარ… (იღიმის).

ნინო მურღულია

nuka kvaliashvilis presi

nuka

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები