LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა ორჯონიკიძის სექსუალური ფოტოსესია – ექსკლუზიური კადრები „ანფასის“ გადაღებიდან

1335

„მარაოს“ თოქშოუ „ანფასი“ სექტემბრიდან ეთერში ახალი სტუდიიდან გავა. ბოლო შტრიხები უკვე გავლებულია, მანამდე კი მისმა წამყვანმა, ნუკა ორჯონიკიძემ, პრომოვიდეოს ბოლო კადრის გადაღება გადაწყვიტა. „ფორტუნას“ აქვს ექსკლუზიური კადრები გადაღებიდან, სადაც ნუკამ ახალი იმიჯი მოირგო, დახვეული და მოკლე ვარცხნილობა და მხოლოდ მამაკაცის თეთრი პერანგი აცვია. ფოტოებიც და კადრებიც საკმაოდ სექსუალური გამოვიდა.

ნუკას „ანფასის“ ახალი სეზონის შესახებ ვკითხეთ.

ნუკა ორჯონიკიძე:

„ანფასი“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი სეზონი იყო ერთგვარი მოსინჯვა ფორმატის, ამ ფორმატში ჩემი თავის. მივხვდი, რა მოსწონს მაყურებელს და რაზე მაქვს სამუშაო, როგორც წამყვანს. ასე რომ, ეს სეზონი გაცილებით განსხვავებული იქნება. გვაქვს სიახლეებიც. მაგალითად, ახალი სტუდია. ზუსტად ისეთი, როგორიც ამ გადაცემისთვის წარმომედგინა. მოკლედ, „ანფასის“ გუნდი იწყებს! 13 სექტემბრიდან განახლებულები დაგიბრუნდებით ახალი თემებითა და საინტერესო სტუმრებით.

ახალი იმიჯი გაქვს, დახვეული თმა. როგორ მოირგე?

ვფიქრობ, პირველ სეზონზე ჩემი სტილის ძიებაში ვიყავი. ახლა, როცა ჩანაწერებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ხელოვნურად ვიმატებდი ასაკს (ჩემდა უნებურად). ეს საშუალო სიგრძის გასწორებული თმა და მძიმე მაკიაჟი მთლიანად მცვლიდა. ვფიქრობ, ის უნდა ვიყო ეკრანზე, ვინც სინამდვილეში ვარ (იღიმის).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ანფასის“ მეორე სეზონი ეთერში 13 სექტემბრიდან გავა. თავად „მარაო“ კი 5 სექტემბერს ხსნის სეზონს, უამრავი ახალი გადაცემით, ნინა წკრიალაშვილთან, ოთო ფოლადაშვილთან და ახალ წამყვან, ნიკუშა ხაჩიძესთან ერთად, რომელიც, ამასთანავე, არხის აღმასრულებელი პროდიუსერიც გახლავთ. მისი გადაცემის სახელწოდებაა „უხერხული კითხვები“ და მასში ცნობილი ადამიანები ყველაზე გულწრფელად უპასუხებენ შეკითხვებს…  ახალი სეზონის ამსახველი პრომოვიდეო უკვე გამოჩნდა ინტერნეტში და დიდი ინტერესიც დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები