LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნულები არ არის: რონალდო ისტორიაში მეორეა, სუარესი ურუგვაიში პირველი

86

1954 წლიდან მოყოლებული პირველად მოხდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 20 სასტარტო მატჩი ნულუვანი ფრით არ დასრულებულა.
მიუხედავად იმისა, რომ 0:0 არ ყოფილა, შედეგიანობა მაღალი მაინც ვერ არის. მაგალითად, გუშინ ყველა სამივე შეხვედრა 1:0 დასრულდა. ეს ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული ანგარიშია ტურნირზე.

 

კრიშტიანო რონალდომ მაროკოს გაუტანა და პუშკაშს გაუსწრო ნაკრებში გატანილი გოლებით. წინ მხოლოდ ირანელი ლეგენდაა. ალი დაეის 109 გოლი აქვს გატანილი.
რონალდოსთვის კი ეს 85-ე გოლი იყო ნაკრებში.

 

ლუის სუარესი პირველი ურუგვაელია, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. მის ანგარიშზე სამი გოლია 2010 წლის მუნდიალზე და კიდევ ორი გოლი ბრაზილიაში გაიატანა ოთხი წლის წინ.
ამასთან, საუდის არაბეთთან მატჩი სუარესისთვის მე-100 იყო ურუგვაის ნაკრებში. ლუისი მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ან მიშნულს მიაღწია. მის აქტივში 52 სანაკრებო გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები