LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამა კანიე უესტს რჩევებს აძლევს

35

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სან-ფრანცისკოში გამართულ დემოკრატიული პარტიის საქველმოქმედო აქციაზე რეპერ კანიე უესტს რამდენიმე რჩევა მისცა, ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

კანიე უესტმა, რეალიტი-შოუს ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის ქმარმა MTV Video Music Awards-ზე განაცხადა, რომ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა იყო თუ არა რეპერის განცხადება ხუმრობა, უცნობია.

„პირველ რიგში, უესტს, პრეზიდენტობის პერიოდში, მოუწევს ურთიერთობა ძალიან უცნაურ პიროვნებებთან, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს რეალითი-შოუში იღებენ მონაწილეობას,“ – აღნიშნა ობამამ.

„მეორეც, უესტი პრეზიდენტობის დროს ვეღარ შეძლებს გააკეთოს ისეთი განცხადებები, როგორიც არის “My beautiful dark twisted fantasy” (რეპერის ერთ-ერთი ალბომის სახელწოდება). ასეთი განცხადებები საფრთხის შემცველია ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და ბევრი კონგრესმენი ასეთი სარისკო სიტყვების შემდეგ თანამდებობას დაემშვიდობა,“ – განაცხადა ობამამ.

გამოსვლის დასასრულს კი აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარ თავსა და უესტს შორის პარალელი გაავლო.

„შენ ნამდვილად ფიქრობ, რომ აშშ აირჩევს შავკანიან მამაკაცს ჩიკაგოდან სასაცილო სახელით? რა სისულელეა!“ – თქვა ობამამ და მის განცხადებას დამსწრეთა აპლოდისმენტები მოჰყვა.

საქველმოქმედო საღამოს კანიე უესტიც ესწრებოდა.

ზოგმა ამერიკულმა გაზეთმა ივარაუდა, რომ პირველ რჩევაში ობამამ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი იგულისხმა, რომელიც რამდენიმე რეალითი-შოუში მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები