LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამები საშობაო შვებულებას ჰავაიზე გაატარებენ

61

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად დღეს ჰავაიზე გაემგზავრება, სადაც საშობაო შვებულებას გაატარებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობამები არანაირ სახალხო ღონისძიებებში მონაწილეობას არ გეგმავენ და შვებულებისთვის გამოყოფილ დღეებს დასვენებას დაუთმობენ.

მანამდე კი თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი შვებულებაში ყოველწლიური პრესკონფერენციისა და სან-ბერნარდინოში მომხდარი სროლისას გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გავიდოდა.

ჰავაი ბარაკ ობამას სამშობლოა, ის 1961 წელს ჰონოლულუში დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები