LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამების ბოლო წვეულება – ხვალ მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებენ

60

სანამ დონალდ ტრამპი ამაოდ ცდილობს, იპოვოს ვარსკვლავები, რომლებიც მის ინაუგურაციაზე იმღერებენ, ობამები თეთრ სახლში ბოლო წვეულებისთვის ემზადებიან, რომელშიც მონაწილეობას უამრავი ცნობილი მომღერალი თუ მსახიობი მიიღებს.

სანამ რეზიდენციას დატოვებენ, პირველი ლედი მიშელ ობამა ახლო მეგობრებს და მნიშვნელოვან დონორებს მოიწვევს. წვეულება ხვალ გაიმართება.

თეთრ სახლში, სხვა სტუმრებს შორის იქნებიან ბიონსე, ჯეი-ზი, პოლ მაკარტნი, ბრიუს სპრინგსტინი, ჯორჯ ლუკასი, ჯეი ჯეი აბრამსი, ბრედლი კუპერი, დევიდ ლეტერმანი.

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე სიმღერას კი, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მორმონების გუნდი Mormon Tabernacle Choir და ჯეკი ევანჩო დასთანხმდნენ.