LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობიექტურ რეალობას გავარკვევთ და მერე გავაკეთებ განცხადებას – ბესელია მარნეულის ინციდენტზე

68

“ჩვენ დაველაპარაკებით ადამიანებს, ამ პირსაც, ჩვენს კანდიდატსაც, ობიექტურ რეალობას გავარკვევთ და მერე გავაკეთებ განცხადებას”,-ამ განცხადებით  “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეკა ბესელია, მარნეულში დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ინტერესებშია ყველაფერი გაკეთდეს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად.

“ჩვენ ვერ მოვასწარით, გადავამოწმოთ ობიექტური ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, მცდელობები იქნება ხელოვნური პროვოკაციების, დაძაბულობის ინსპირირების, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადავიყვანოთ მშვიდ გარემოში”,-განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც ამჟამად მარნეულში იმყოფება.

მარნეულში, ახალგაზრდა აცხადებს, რომ მას ფიზიკურად “ქართული ოცნების” კანდიდატი გაუსწორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები