LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Observer.com-მა ქართველი დიზაინერების ნამუშევრებში „მატრიცას“ სტილი აღმოაჩინა

120

პრესტიჟული გამოცემა Observer.com „თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში რამდენიმე კოლექციას ერთი ნიშნით აერთიანებს და წერს, რომ ამ მოდის კვირეულზე ერთ-ერთი მთავარი ტრენდი „მატრიცას“ სტილის პალტოებია, რომლებიც მის მთავარ პერსონაჟს, ნეოს აცვია.

ამის შესახებ გამოცემა სტატიას აქვეყნებს და რამდენიმე ნამუშევარიც მოჰყავს მაგალითად.

როგორც Observer.com აღნიშნავს:

„თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულისთვის აშკარა წყაროებიდან ინსპირაციების თხოვება ახალი ამბავი არ არის. აღმოსავლეთ ევროპის ბევრი დიზაინერი არ მალავს, რომ ისინი სილუეტებს „ვეტმანისგან“ იღებენ, ხოლო ფერთა გამას – „სელინისგან“.

თუმცა, ამ სეზონზე უფრო მეტად მოულოდნელი ინსპირაციის წყარო გამოჩნდა – ფილმი „მატრიცა“. კოლექციებს შორის იყო ნეოს სტილით შთაგონებული შავი პალტოები, მბზინავი ტყავის პალტოები მორფიუსის სტილში და ასევე უფრო სექსუალური ხელოვნური ტყავის სამოსი, რომელსაც ტრინიტი ატარებდა“.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ესეც არ არის სიახლე, რომ „მატრიცა“ დიზაინერების შთაგონების წყაროა, ვინაიდან ბევრ ცნობილ მოდის სახლს, მაგალითად, „დიორს“ მიუმართავს ამ ინსპირაციისთვის, მას შემდეგ, რაც ფილმმა 1999 წელს დღის სინათლე იხილა. თანაც, საუბარია „მატრიცის“ ახალი სერიების გადაღებაზე, ასე რომ, გრძელი ტყავის პალტოები მოდიდან არსად წავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები