LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებამ მიმართა დეზინფორმაციის, ქაოსის პრაქტიკას” – ოპოზიცია კვლევის შედეგებს ეხმაურება

68

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, რომლის ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იგებს.ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ დეზინფორმაცია გაავრცელა და ის პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც გააჟღერეს, რეალობას არ ასახავს.ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კვლევა სტანდარტების დაცვით არ ჩატარებულა და მისი მიზანი საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნაა. მათი თქმით,  ხელისუფლება ვალდებულია, მიუთითოს ორგანიზაცია, რომელმაც კვლევა ჩაატარა, კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, საველე კლევის ჩატარების დრო, გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი.

ოცნების ხელისუფლება იმდენად მძიმე დღეშია, რომ მან მიმართა დეზინფორმაციის, ქაოსის პრაქტიკას, მათ გამოუშვეს ე.წ. კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, მათი კანდიდატი პირველივე ტურში იგებს,“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვისთავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, ე.წ. ალოკაციური კვლევის მეთოდით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებელი 53%-ია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის , მამუკა მდიანრაძის ინფრომაციით,  ანალოგიური მონაცემებით “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 19%-იანი მხარდაჭერა აქვს, “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 17%-იანი. სხვა კანდიდატებს – 11%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები