LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” მეთოდები საარჩევნოდ მოსყიდვის და დაშინების უფრო ძლიერდება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

59

“გუშინდელ არჩევნებს ძნელად უწოდებს ადამიანი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”,-ეს შეფასება ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, “ფორტუნას” საინფორმაციო სამსახურთან საუბრისას გააკეთა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ასეთი არჩევნების ფონზე ახლადშექმნილმა პარტიამ 10% მიიღო და ამისთვის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

“სიღარიბის ზრდისა და სოციალური და ეკონომიკური გაჭირვების ფონზე, რაც ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტად ვლინდება, “ქართული ოცნების” მეთოდები ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების კიდევ უფრო ძლიერდება და ყოველ არჩევნებზე “ქართული ოცნება” თავის თავზე აჭარბებს ასეთი ძალადობრივი არჩევნების ჩატარებით.

შესაბამისად, მე ძნელად მიმაჩნია წარმოვიდგინოთ, რომ ქართულმა ოცნებამ” რაიმე ლეგიტიმაცია მიიღო ხალხისგან იმ პირობებში, როცა ბაღის თუ სკოლის მასწავლებელი იძულებულია კონვერტში ჩადებამდე საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთის უკან მდგარ სკოლის დირექტორს აჩვენოს, რომ მერე სამსახური არ დაკარგოს, როცა უპრეცენდენტოა ასეთი დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საჯარო სამსახურში მყოფი 400 000 ადამიანის მიმართ ასეთი სანქციებით დამუქრება, სოც დაუცველებზე დამუქრება რომ მოუხსნიან შემწეობას, ბუნებრივია ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმ შედეგის დასაფისქსირებლად, რაც ახლა დააფიქსირეს.

მე ვაჩვენე რამდენიმე საარჩევნო ბიულეტინი სულ რამდენიმე საარჩევნო ოლქიდან და ასეთი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი იქნება, სადაც ჩაწერილია რიცხვები, დაფიქსირებულია ხმები “ქართული ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” და სხვა სუბიექტების უჯრედი უბრალოდ შევსებულიც არ არის.

როცა ასეთი არჩევნების ფონზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მათ მიიღეს ამომრჩევლის 54, 51 თუ 53%-ის ლეგიტიმაცია, როგორ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი, როცა მათ კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ აქვთ და სიღარიბე იზრდება”,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები