LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების საარჩევნო სია – ივანიშვილით თუ მის გარეშე?

84

”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბლოკის კონფიგურაციაზე საუბარი, ამ ეტაპზე, ნაადრევია, ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გია ვოლსკიმ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც კოალიციაში შემავალი თითოეული პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.

”რაც ეხება საკითხს, არის თუ არა იმის აუცილებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგეს, ამის აუცილებლობას თავად ივანიშვილი ვერ ხედავს. ჩემს პირად მოსაზრებას რაც ეხება, როდესაც საუბარია ნებისმიერ ადამიანზე, თუნდაც კოალიციისა და ”ქართული ოცნების” გამორჩეულ ფიგურაზე, როგორიც ივანიშვილია, მასზე პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შესაძლოა თუ არა, რომ ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში რომელიმე მოქმედი მინისტრი ვიხილოთ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნებისმიერი მინისტრი დაამშვენებდა ნებისმიერ სიას.

”ამ ეტაპზე, გიდასტურებთ, რომ არცერთ მოქმედ მინისტრთან არ მიმდინარეობს კონსულტაციები.  მე რომ ახლა რომელიმე მინისტრი დავასახელო და პოზიტიურად დავახასიათო, კონკრეტული  გვარების დასახელება წარმოშობს სპეკულაციების ახალ ტალღას” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები