LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებისთვის” მიუღებელია ის მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის – ირაკლი სესიაშვილი

79

„რუსთავი 2“-მა შეგვაჩვია რა საარჩევნოდ ფაბრიკაციებს, მის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მიმართ ნდობა ვერ მექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური მედიაა.

„გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა რა ფაბრიკაციებიც მოვისმინეთ, „რუსთავი 2“-სგან სხვადასხვა საკითხებზე, გუშინ გავრცელებული ჩანაწერების იდენტობა კითხვას აჩენს და მის მიმართ ნდობა ვერ მექნება. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის მიუღებელია ის მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის და ვერ წარმომიდგენია ის, რაზეც არის საუბარი. ცხადია, კითხვებზე პასუხი გამოძიებისგან უნდა მივიღოთ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

პოპულალურები