LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოფიცერთა სახლი” – ილია და კირილე ზდანევიჩების შესრულებული კედლის მხატვრობა განადგურებულია!”

314

რუსთაველის #16, “ოფიცერთა სახლი” – ილია და კირილე ზდანევიჩების მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა განადგურებულია!ამის შესახებ ინფორმაციას “ტფილისის ჰამქარი” ავრცელებს.

“ტფილისის ჰამქარი” სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადასტურებენ, რომ თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ განთავსებული სავაჭრო ობიექტის სარდაფში არსებული პანო, რომელიც პოლონელ მხატვრებს ძმებ ზდანევიჩებს ეკუთვნოდათ, სრულიად განადგურებულია.

სარდაფი სპეციალისტებმა დაათვალიერეს. კვლევის პროექტის მონაწილე რესტავრატორის სანდრო რუბაშვილის თქმით, სრულიად წაშლილია და აღდგენას არ ექვემდებარება 20 კვ.მ. ფართობის კედელი, რომელზეც ისტორიული პანო იყო განთავსებული.

ინფორმაციაზე პირველადი რეაგირება ზედამხედველობის სააგენტომ მოახდინა, რომელიც სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. კვლევის პროექტი ორი წლის წინ მომზადდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე მომხდარს ვანდალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. ანთიძე ამბობს, რომ უწყება სამარათალდამცავ ორგანოებს დღესვე მიმართავს.