LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალური iPhone X უკვე საქართველოშია

109

”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოფიციალური iPhone X-ი შეძენაა შესაძლებელი. როგორც ”ფორტუნას” ”ელიტ ელექტრონიქსიდან” აცნობეს, სმარტფონს უკვე უწოდეს “მომავლის ტექნოლოგია” , მისი მთავარი ღირსება უსაზღვრო ეკრანიაა , რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერებს, განათების ტემპერატურის მიხედვით, რომელიც მაღალი გარჩევადობითა და ფერთა გამით გამოირჩევა.

”iPhone X-ს არ აქვს ე.წ ”HOME ” ღილაკი,  მთავარ მენიუში ეკრანზე თითის ზევით ასმით შედიხართ . ასევე, თქვენი ახალი iPhone სახეზე ამოგიცნობთ, სწორედ სახის სკანირებით შეძლებთ სმარტფონის გახსნას. ახალ მოდელს პორტრეტის გადაღების ფუნქციაც დაემატა. ამას ორივე კამერით  მოახერხებთ, ამასთან ახალი კამერა საშუალებას იძლევა, სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერისას, ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას საკუთარი ემოცია ახალი ე.წ ემოჯი გამოსახულებით გააცოცხლოს . მისი კიდევ ერთი მახასიათებელი უსადენო დამტენია”, – აცხადებენ ”ელიტ ელექტრონიქსში”.

ცნობისთვის, ”ელიტ ელექტრონიქსი” Apple -ის ოფიციალური რითეილ- პარტნიორია საქართველოში. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია iPhone-ის ყველა სერიის დიდი არჩევანი, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც iPhone X, ასევე iPhone 8-ს სრული ასორტიმენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები