LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფისებით მომსახურების საერთაშორისო ბრენდი საქართველოში შემოდის

48

ოფისებით მომსახურების უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია REGUS საქართველოში შემოდის. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში 22 ივნისს, 17:00 საათზე ბიზნესცენტრში „ტაბიძე 1” (კომპანია “რედიქსი”) გაიხსნება. წამყვანი გლობალური ბრენდის ადგილობრივ ოფისს კომპანიის რეგიონალური დირექტორი ნიკოლაი დეულინი გახსნის.

ცნობისთვის, Regus-ი ლიდერია მოქნილი პირობების მქონე სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფის სფეროში მთელ მსოფლიოში. მისი მომხმარებლები არიან წარმატებული სამეწარმეო ორგანიზაციები, ინდივიდუალური პირები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კორპორაციები.

REGUS-ის ქსელი მოიცავს 3000 ბიზნეს ცენტრს 120 ქვეყნის 900-მდე ქალაქში. მობილური, ვირტუალური და ინდივიდუალური ოფისების გამოყენებით, კომპანია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, იმუშაოს ხელსაყრელ ფასად ყველგან, სადაც სურთ, შეუზღუდავი დროით და საორგანიზაციო საკითხების საზრუნავის გარეშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები