LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახებს, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ ბინებში და ვერ იკანონებენ, პრობლემა მოუგვარდებათ -კახა კალაძე

55

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, კახა კალაძე, დედაქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც 20 წელზე მეტია, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობენ, თუმცა ვერ იკანონებენ, პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.

ეს პირობა კახა კალაძემ კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას დადო.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას აწყდება.

„რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩემი მერობის პირობებში ეს საკითხი იქნება მოგვარებული. არსებობენ ოჯახები, რომლებიც 20-25 წელია, ცხოვრობენ ოჯახები, თაობები გაიზარდა ამ ოჯახებში და დღემდე ცხოვრობენ იმის შიშით, რომ არ გამოასახლონ. ვპირდები მათ, რომ ხელცარიელს არ დავტოვებ ამ ბიუროკრატიის პირობებში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს ოჯახები გაიმიჯნებიან მათგან, ვინც 2012 წლისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მიზანმიმართულად იჭრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები