LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი: იაშვილის კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ბავშვის მუცელში ექიმებს დოლბანდი ჩარჩათ

224

ფეისბუქით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრი საუბრობს იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ექიმების მიერ ჩატოვებული დოლბანდის შესახებ.

ქირურგმა ბავშვს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი დაუტოვა. ერთი წლის შემდეგ ბავშვს ოპერაცია უკვე საფრანგეთში ჩაუტარდა, სადაც ექიმებმა ერთი წლის წინ დატოვებული დოლბანდი აღმოაჩინეს.

ცოტახნის წინ მათ მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტატუსი  გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო. დაიბადა 6 თვიანი სულ რაღაც 1.300გრამი თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოსჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე . ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტიურად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთ თვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და რა თქმა უნდა ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩსუტარდა რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ .ბოლო ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით . ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო ნაღველის ამოჭრისას არასწორად ქონდათ შეერთებული სადინარები.. არ ვიცი რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ .მაშინ როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის რამდენს დაღუპავენ კიდევ.

https://www.facebook.com/george.alibegashvili/posts/10208770694903612

ოჯახის ინტერესებს საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი იცავს. ლიკა ტანიაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ “იაშვილის კლინიკისგან” ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

“იაშვილის სახელობის” ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო 2 წლის ნენე მ-ძის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, ერთი დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია.
იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე, წარმატებით ჩატარდა კასაის ოპერაცია, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეხანგრძლივებინა ბავშვის სიცოცხლე და მიგვეყვანა ის ღვიძლის გადანერგვამდე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში. კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წელის დაინერგა საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში.
ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით.
ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა. ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული, იაშვილის კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან, შესაბამისად, ვერ გავაკეთებთ კომენტარსაც“ – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღიძრა 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

წყარო: kvira.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები