LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოჯახის სიმტკიცის დღესთან” დაკავშირებულ მსვლელობაზე 3 პირი დააკავეს

66

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  თბილისში, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს, სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. ერთი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები