LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს

96

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა დააკავეს.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, პოლიციელ იაკობ ბლუაშვილს ცოლის, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება ბრალი.

შსს-ის ინფორმაციით, შემთხვევა ცხრა აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეს 126 პრიმა მუხლით აწარმოებს, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები