LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ძალადობის მორიგი შემთხვევა – შსს-მ ერთი პირი დააკავა

119

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები