ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

158

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს გარდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს ან მისი ამოქმედება მოხდება მაშინ, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება. შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელის განცახდებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლოს ელექტრონული სამაჯურები უკვე დაინერგება.

ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოხდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ მაღალ რისკს და იქ, სადაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საფრთხე. ამის შესაფასება მოხდება შესაბამისი რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც მომავალი თვიდან იგეგმება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები