LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვანი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 19 პირი

119

სამართალდამცავებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოჯახში ზალადობისა და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. კერძოდ, პოლიციამ კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით – 18 პირი აიყვანა. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეუღლის მკვლელობის მცდელობას,  ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები