LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური ძალადობის 1484 მსხვერპლი 3 თვეში – ახალი სტატისტიკა

108

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 1484 მსხვერპლია, მოძალადე კი 1396. მონაცემებს  შსს-ზე დაყრდნობით საქსტატი აქვეყნებს.

1484 მსხვერპლიდან უმეტესობა 758 ადამიანი 25-44 წლის ასაკისაა. მოძალადეების უმეტესობაც 845 პირი 25-44 წლის ასაკშია.

ყველაზე მეტი მოძალადე თბილისშია დაფიქსირებული – 622 და შესაბამისად, მსხვერპლიც. რეგიონებიდან ამ კუთხით ლიდერობს აჭარა – 154 მოძალადე და 168 მსხვერპლი, ხოლო ყველაზე ცოტა – ოჯახში ძალადობის შემთხვევა გურიაში მოხდა, 3 მოძალადე და 3 მსხვერპლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები