LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორია დაკავებული

103

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

“საქართველოს პროკურატურამ  არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავა.  ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა   2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ,  რის შემდეგაც ქალმა  ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სხეულის დაზიანება.

“პატრულ-ინსპექტორის მიერ  ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და  სასჯელის ზომად  ერთიდან სამ წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”  – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები